ახალი ამბები და სტატიები

საჯარო ლექცია ევროკავშირის შესახებ

04.05.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა საქართველოს“ ინიციატივას, თბილისში უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ევროკავშირის შესახებ საჯარო ლექციისა და სადისკუსიო კონკურსის ორგანიზებასთან დაკავშირებით. პირველი ღონისძიება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც სხვა გამომსვლელთა შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟერარ ფიშერიც იყო. მან მისიის მანდატზე, სტრუქტურაზე, საქმიანობასა და ბოლოდროინდელ მიღწევებსა და მომავალ გამოწვევებზე ისაუბრა. მრავალრიცხოვანი აუდიტორია მეტად დაინტერესებული იყო და მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ საინტერესო კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.

ევროპის დღე 9 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი ევროპული ინტეგრაციის შესახებ პრეზენტაციებს აწყობს. ზუგდიდის რეგიონალური ოფისი კი ქალაქის ცენტრში ევროკავშირის სტენდს ამონტაჟებს და ადგილობრივი ფრენბურთის შეჯიბრს უწევს ორგანიზებას. ევროპის დღის აღინიშვნასთან ერთად, ყველა ამ ღონისძიებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცდილობს ხელი შეუწყოს მისიის როლისა და საქმიანობის უკეთესად გაცნობას.






Follow us on social media