EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/04/2024 16:04:53
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/3143/?year=2012&month=4
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მასპინძლობს ორგანიზაციას „გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის“

10.05.2012
ორგანიზაცია „გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის“ (GPPAC) წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს 8 მაისს ეწვივნენ. GPPAC-ი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამშვიდობო არასამთავრობო ორგანიზაციების ქოლგა ორგანიზაციაა, რომელიც ნიდერლანდებშია დაფუძნებული. კონფლიქტისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის და ევროპის, ამერიკის, აზიისა და აფრიკის არასამთავრობო ორგანიზაციების 20-ზე მეტ წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მანფრედ მაიერმა მისიის მანდატისა და რეგიონში მისიის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შემდეგ, სტუმრები რეგიონში მოქმედი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც კონფლიქტის პრევენციისა და ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მყოფ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის სფეროში თავიანთ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრამ პოზიტიურად იქნა აღქმული და წარმატებით ჩაიარა.