ახალი ამბები და სტატიები

მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის დეპარტამენტის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

27.07.2012

23 – 27 ივლისს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის დეპარტამენტის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. დელეგაცია  მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გაეცნო და ზუგდიდისა და მცხეთის რეგიონალურ ოფისებს ესტუმრა. ასევე, დელეგაციის წევრები ოძისსა და წილკანში პატრულირებაზე გაემგზავრნენ და ენგურის ხიდიც დაათვალიერეს. ვიზიტის მიზანს მისიის მუშაობის სპეციფიკის უკეთესად გაცნობა და დამკვირვებლების საქმიანობის ადგილზე შესწავლა წარმოადგენდა.  დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს , რომ ვიზიტის შედეგად მათ ბევრად უფრო სრული წარმოდგენა შეექმნათ ზემოთ აღნიშნული  საკითხების შესახებ.


 

Follow us on social media