ახალი ამბები და სტატიები

საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

05.09.2012

5 სექტემბერს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი კარლ ბილდტი და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის სათაო ოფისს ეწვივნენ.

მაღალი რანგის სტუმრებს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლა. სტუმრებმა  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებული სამოქმედო გარემოს შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე განხილული იყო მისიისათვის მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლების საკითხი და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარების დროს უსაფრთხოების მნიშვნელობა.

ხაზი გაესვა მისიის მიერ უსაფრთხოების პროცესში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს მისიის ძალისხმევა და მიღწევები.

 

Follow us on social media