ახალი ამბები და სტატიები

მცხეთა მასპინძლობს გამოფენას „სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან“

06.10.2012
თბილისში გამართული წარმატებული გახსნის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენა „სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან“ 5 ოქტომბერს მცხეთაში გაიმართა.

გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლის რეი კუპერის მიერ ადმინისტრაციულ საზღვართან ყოველდღიური პტრულირების პროცესში გადაღებული ფოტოები კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანთა ყოფას, საქმიანობას და ყოველდღიურ გამოწვევებს ასახავს.

ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ მცხეთის ცენტრში სვეტიცხოვლის ტაძართან მდებარე საგამოფენო დარბაზში 11.00-დან 17.00 საათამდე. გამოფენა ღიაა 14 ოქტომბრამდე. დასწრება თავისუფალია.

Follow us on social media