ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეობა მიიღო ფორუმში ქალთა პრობლემების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით

27.11.2012

26 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა მოაწყო ფორუმი ქალთა პრობლემების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით (2012-2015). ინიციატივა მიმართულია ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ასევე სამთავრობო უწყებების მიერ 2012 წელს განხორციელებულ ქმედებებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის  ვალდებულებებთან დაკავშირებით,  ძველ და ახალ მთავრობებს შორის ამ საკითხზე ცოდნის გაზიარების ხელშესაწყობად. ფორუმმა წარმოადგინა კონსტრუქციული პლატფორმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და  სახალხო დიპლომატიის ინიციატივებში ქალთა უფრო აქტიური ჩართულობის  უზრუნველყოფის პოლიტიკის განსახილველად.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში კატი ბოსე თბილისში გამართულ   ღონისძიებაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო. მან მშვიდობიან მოსახლეობაზე კონფლიქტის ზეგავლენისა და მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და გენდერული თანასწორობას შორის კავშირების შესახებ მისიის დაკვირვების შედეგები წარმოადგინა.



Follow us on social media