ახალი ამბები და სტატიები

პრეზენტაცია ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით

29.11.2012
27 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა გამართა პრეზენტაცია იმ 16 დღიანი ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემაზე იმართება.

ინტერაქტიულ პრეზენტაციას 16-18 წლის სტუდენტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ათინათის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეები დაინტერესებულნი იყვნენ განსახილველი თემით და აქტიური დისკუსია გაიმართა იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება თითოეულმა ჩვენთაგანმა გააკეთოს იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ძალადობის მომსწრე გახდება. როგორც ბიჭებმა ასევე გოგონებმა განაცხადეს, რომ მათი აზრით თანასწორნი არიან და შეშფოთება გამოხატეს ზოგ მოძველებულ მოსაზრებაზე გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. სტუდენტები შეთანხმდნენ, რომ არანაირ მაპროვოცირებელ ფაქტორს არ შეუძლია ნებისმიერი სახის გენდერული ძალადობის გამართლება.

ღონისძიების მონაწილეებმა მოიწონეს კამპანიის ფარგლებში დამზადებული ბუკლეტები და პლაკატები, სადაც მითითებულია სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელზეც საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევის დაფიქსირებისას შესაძლებელია დარეკვა. პრეზენტაციის დასასრულს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის მისიის წევრებს მადლობა გადაუხადეს.



Follow us on social media