ახალი ამბები და სტატიები

გერმანიის პოლიციის სასწავლო ცენტრის სტუდენტები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

14.05.2014
13 მაისს გერმანიის ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის პოლიციის სასწავლო ცენტრის 16 სტუდენტისა და თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს თბილისში ეწვია. ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისში საქართველოში ოთხდღიანი (12 - 16 მაისი) ვიზიტის ნაწილს წარმოადგენდა.

ჯგუფს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა რაიან გრისტმა უმასპინძლა და სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა მისიის მანდატის, მისიის საქმიანობისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ.

გერმანიის დელეგაცია 14 მაისს ასევე მცხეთის რეგიონალურ ოფისს ესტუმრა, სადაც მას მცხეთის რეგიონალურ ოფისის ხელმძღვანელმა ბატონმა მეტ უოტლიმ უმასპინძლა.

მოგვიანებით, ჯგუფი დამკვირვებლებთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა, რათა პირველწყაროდან მიეღო ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობაზე ღობეების აღმართვით გამოწვეული ზეგავლენის შესახებ. დელეგაცია ასევე ეწვია წეროვანის დევნილთა ცენტრს, რათა გაეცნო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობები.

  
Follow us on social media