ახალი ამბები და სტატიები

ახლად დანიშნული ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

10.07.2014
10 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ელჩი ჰერბერტ  სალბერი გაცნობითი ხასიათის შეხვედრით ეწვია. ბატონი სალბერი 2014 წლის 8 ივლისს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელად დაინიშნა. მისი ამოცანაა ხელი შეუწყოს როგორც კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში, საქართველოში კრიზისისა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ჩათვლით, ასევე რეგიონულ თანამშრომლობას. კერძოდ, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სახელით თანათავმჯდომარეობას უწევს და მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგების შესახებ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ელჩ სალბერის საქმიანობის პირველადი ვადა 2015 წლის 28 თებერვლს სრულდება.

დამატებითი ინფორმაცია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების შესახებ და ელჩ სალბერის ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე.

Follow us on social media