EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
28/04/2024 13:04:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/5204/?year=2015&month=7
 
 უკან

ბულგარეთის პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

18.06.2015
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. მან ასევე წყალდიდობის დროს მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, გმირთა მოედანზე, გვირგვინი მიიტანა.

ბატონმა პლევნელიევმა მისიის ხელმძღვანელს კიასტუტის იანკაუსკასს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაციისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, რადგან ეს ევროპას ეხება. კერძოდ, მან დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბულგარელი წევრების საქმიანობა და დასძინა, რომ ბულგარელები სამუშაო ჯგუფებში ღირებული წევრები არიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ადვილად ინტეგრირდებიან. ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან საერთო კულტურული მემკვიდრეობის მაგალითი მოიყვანა - 1085 წლის ბულგარული მონასტერი საქართველოში. ბოლოს მან განაცხადა, რომ ბულგარეთი კვლავაც იქნება ჩართული და მხარს დაუჭერს მისიას, რადგან ინფორმაცია, რომელსაც ევროკავშირი სადამკვირვებლო მისიისგან იღებს მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

ბატონი პლევნელიევი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ ბათუმში ორგანიზებულ მე-12 საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“  დაესწრება.