პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერის, განცახება პრესისათვის

01.10.2008
თბილისი, 1 ოქტომბერი, 2008

დღეს, დილის 9:00 საათიდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფი საქართველოში საქმიანობას შეუდგა. პატრულირება ოთხივე, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თბილისის,  რეგიონალური ოფისიდან  დაიწყო. მისიის დამკვირვებლებმა მონიტორინგი დღევანდელი პატრულირებით  დაიწყეს და დაამყარეს პირველი კონტაქტები შესაბამის მხარეებთან: საქართველოს ხელისუფლებასთან, რუს სამხედრო თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.

საქმიანობის პირველ დღეს მისიამ 14 საპატრულო ჯგუფი აამოქმედა, სადაც თითოეული ორი მანქანისა და რვა დამკვირვებლისაგან შედგება. 6 საპატრულო ჯგუფი თბილისის რეგიონალური სათაო ოფისიდან, 4 გორიდან, 2 ზუგდიდიდან და 2 ფოთიდან გავიდა. ახლაც, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ერთი ჯგუფი ჯერ კიდევ გორის მიდამოებში პატრულირებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფმა შეძლო შესულიყო სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ მიმდებარე ტერიტორიაზე და სამ რუსულ საგუშაგოსა თუ სადამკვირვებლო პოსტზე.  

აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებმა შეძლეს რუსულ საგუშაგომდე მისვლა, სადაც ისინი რუს სამხედრო თანამშრომლებს ესაუბრნენ. ისინი არ შესულან აფხაზეთში, რადგან ეს გათვალისწინებული არ ყოფილა. ჩვენი საპატრულო ჯგუფების მიერ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი ინციდენტები. პირიქით, მისიის დამკვირვებლები ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგად მიიღო.

მისიის საკონტაქტო ოფიცერი უკვე განთავსდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მას მისიის საქმიანობის და მისიის ან ადგილობრივი ხელისუფლეიბს მიერ შეტყობინებული შესაძლო ინციდენტების შესახებ სამინისტროს ინფორმირება ევალება.

გასული რამოდენიმე დღის განმავლობაში,  ტექტნიკური კონტაქტები ასევე დამყარდა რუსულ ძალებთანაც. ეს ხელს უწყობს გასვლის პროცესის მოწესრიგებულად წარმართვას, რამაც საშუალება მისცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განეთავსებინა საკანონმდებლო ორგანოების შესაბამისი დანაყოფები.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ აღნიშნავს, რომ 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით, რუსული ძალების გასვლის ვადა 10 ოქტომბერს იწურება.

Follow us on social media