EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
08/12/2024 21:12:12
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/36619/?year=2019&month=8
 
 უკან

მე აქ ჩამოვედი ევროკავშირისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროშის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად და მხარდასაჭერად.

15.08.2019

მაია სერკოვსკა, პოლონეთი

 

იმ მომენტიდან როდესაც შევიტანე განაცხადი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დამკვირვებლის პოზიციის დასაკავებლად ვიცოდი რომ ეს შემესაბამება მე და მეც ასევე შევესაბამები მას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ჩემს პროფესიულ კარიერაში აქამდე გაკეთებულებს შორის. ეს იყო ახალი მიზანი, ახალი გამოწვევა, რომელიც ღირდა ამად და მე ეს გავაკეთე.

 

2000 წლიდან ვმუშაობ პოლონეთის ნაციონალურ პოლიციაში და ყოველთვის მომწონდა ჩემი სამსახური. ხანდახან არ იყო ადვილი,  ხანდახან რთული იყო გაღიმება მაგრამ დღის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოსული მადლიერება ძალიან მეხმარებოდა. არასოდეს დანებდე ! ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი და სწორედ ეს განწყობა ჩამოვიტანე ჩემთან ერთად საქართველოში.

 

2015 წელს კოსოვოში, კანონის უზენაესობის და მართლწესრიგის ევროკავშირის მისიაში ვმუშაობდი და ეს გამოცდილება, რომელიც მაქვს დამეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დავალებების შესასრულებლად. 

საქართველოში სტაბილიზაციის და ნორმალიზების პროცესი მიმდინარეობს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თვალით ვხედავ საერთაშორისო ძალისხმევის შედეგს არაჩვეულებრივი ადგილობრივი თანამშრომლების მხარდაჭერით. 2019 წლის თებერვლიდან გორის რეგიონალური ოფისის ადმნისიტრაციული საზღვრის ჯგუფში ვმუშაობ. 

ჩვენ ყველამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვითარება შეიცვლება და მისიას დიდი როლი უკავია ამ საქმეში. მე ვარ ნაწილი იმ მზაობის რომ ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით იმ ხალხის, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ცხოვრობს. 

ხალხს ჯერ კიდევ აქვს ბავშვობის მოგონებები და კონფლიქტი არ შეცვლილა. ვსაუბრობ სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ხალხთან და ვწუხვარ ომის გამო მაგრამ ამავდროულად ვხედავ უკეთესი მომავლის დიდ შესაძლებლობას ამ არაჩვეულებრივი ერისთვის.

საქართველო უკვე გახდა ჩემი მეორე სახლი. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მინდა მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშავო როგორც დამკვირვებელმა ევროკავშირის და მისი სადამკვირვებლო მისიი დროშებს ქვეშ... რადგან ჩემი აღქმით დროშები პოსტკონფლიქტურ რეგიონში ნიშნავს მისიის არსებობას, მისიის არსებობა კი მშვიდობას.