EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/09/2020 17:09:31
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/4640/?year=2014&month=8
 
 უკან

რთულ პირობებში მცხოვრებ ადამიანებთან შეხვედრა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

17.07.2014
გაბრიელა, 43, ჩეხეთის რესპუბლიკა

22 წლის განმავლობაში ჩეხეთის პოლიციაში ვმუშაობ. სანამ შენგენის ზონას  შევუერთდით, პოლონეთთან საზღვარზე ვმუშაობდი, ხოლო ცვლილებების შემდეგ ქვეყნის სიღრმეში გადავინაცვლე და ვმუშაობდი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, რომლებიც ქვეყანაში მოკლე ან გრძელვადიანი პერიოდით დარჩენას აპირებდნენ. ოთხი წლის წინ, ჩეხეთის პოლიციის სტრუქტურის რეორგანიზაციის შემდეგ, მუშაობა პრაღის აეროპორტში დავიწყე, როგორც პირველი და მეორე ხაზის გამშვებმა პოლიციელმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ჩემი პირველი საერთაშორისო მისიაა. საქართველოში ჩამოსვლამდე საზღვარგარეთ მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი. მიმუშავია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარე საზღვრების ოპერაციული თანამშრომლობისა და მართვის  ევროპის სააგენტოში (FRONTEX) სადაც მონაწილეობას ვიღებდი 2008 და 2012 წლების ევროთასებთან დაკავშირებულ საქმიანობაში და ასევე ოპერაციებში სახმელეთო საზღვარზე საბერძნეთსა და თურქეთს, პოლონეთსა და უკრაინას, საბერძნეთსა და ალბანეთს შორის.

შარშან, დეკემბრის შუა რიცხვებში, მცხეთის რეგიონალური ოფისის ადმინისტრაციული საზღვარის სადამკვირვებლო ჯგუფში დავიწყე მუშაობა.   მოხარული ვარ, რადგან ამ ჯგუფის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყველაზე საინტერესოა ჩემთვის. მე მიყვარს რთულ რელიეფზე მანქანის ტარება და საინტერესო ადამიანების გაცნობა, რომლებიც მზად არიან დამკვირვებლებს გაგვიზიარონ თავიანთი პრობლემები, შეხედულებები და იმედები. მე ასევე მომწონს იმ გუნდის წევრობა, რომელშიც მუშაობა ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნება.

ჩემს ქვეყანაში პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ რადგან პრაღაში ვმუშაობ,  დიდ დროს დედაქალაქში ვატარებ. პრაღაში ვცდილობ გამოვიყენო შესაძლებლობა და ვესტუმრო თეატრებს, გამოფენებს, კონცერტებს, ხოლო როდესაც ჩემს ქალაქში ვარ, სიამოვნებას ვიღებ ბუნებასთან სიახლოვით და ისეთი ცხოვრებით, სადაც ყველა ყველას იცნობს.

აქ, საქართველოში, არსებობს ცხოვრების ისეთი ასპექტები რომელიც საერთოა ჩეხეთის რესპუბლიკასთან. ჩვენი ქვეყნების ისტორიის ნაწილი მსგავსია და ზოგჯერ საქართველო ჩემს სამშობლოს მაგონებს. ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებენ ის ადამიანები, ხშირად მოხუცები, რომლებიც შორეულ მაღალმთიან სოფლებში მძიმე პირობებში ცხოვრობენ და რთული ყოველდღიური ცხოვრების მიუხედავად ძალიან გულუხვები, სტუმართმოყვარეები, მომღიმარნი არიან და უკმაყოფილებას არასოდეს გამოხატავენ. მე ასევე შემიძლია გულწრფელად დავამატო, რომ მათი კარგი ფიზიკური მდგომარეობის მშურს კიდეც.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ჩვენი საქმიანობა საინტერესო და სასარგებლოა და ასევე საშუალებას მაძლევს  სხვა ერის შესახებ მეტი გავიგო.  მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოგზაურობა ამად ღირს.