EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/09/2020 12:09:04
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/4667/?year=2014&month=8
 
 უკან

აღფრთოვანებული ვარ თარჯიმნების პროფესიონალიზმით

01.08.2014
ევა პროქსოვა, 35 წლის, ჩეხეთის რესპუბლიკა

11 წელია ჩეხეთის რესპუბლიკის კრიმინალურ პოლიციაში გამომძიებლად ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული მაქვს მასწავლებლის განთლება, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში კრიმინალურ პოლიციაში გამომძიებლად მემუშავა.

ევროკავშირის სადმკვირვებლო მისია ჩემთვის პირველი საერთაშორისო მისიაა, მაგრამ უკვე ვიცი, რომ ეს ჩემი საუკეთესო მისია იქნება. დამკვირვებლად 2014 წლის აპრილში დავიწყე მუშაობა და ამჟამად ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში ვარ.

ბავშვობაში და მოზარდობის ასაკში დავდიოდი მუსიკისა და ბალეტის სკოლაში, ასე რომ რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა შემიძლია. შემდეგ, საცეკვაო სპორტულ კლუბში გადავედი, სადაც კლასიკურ და ლათინურ ცეკვებს ვეუფლებოდი.

რადგან დასაქორწინებელი ვარ, ბევრი დრო მაქვს იმისათვის რომ თეატრებს, კონცერტებს და გამოფენებს ვეწვიო და ასევე ბევრს ვკითხულობ. ამასთან მიტაცებს ველოსიპედის ტარება, თხილამურებით სრიალი, ცურვა და მსგავსი სახის დასვენება.

საქართველო მშვენიერი ქვეყანაა, ლამაზი ბუნებით და მეგობრული ხალხით. მოხარული ვარ, რომ აქ მვუშაობ პროფესიონალ საერთაშორისო და ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად. სამსახურის ყოველ დღეს მოაქვს საინტერესო და შთამაგონებელი გამოცდილება, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მოხიბლული ვარ თარჯიმნების შესანიშნავი მუშაობით. მათი პროფესიონალიზმი, ცოდნა და ტაქტი, რომელსაც ისინი ყოველდღიური საქმიანობის დროს ავლენენ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ამოცანების განსახორციელებლად. ძალიან მადლობელი ვარ მათი ერთგულების.

საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს გააკეთებს შემდგომი განვითარების მისაღწევად და წარმატებას ვუსურვებ მას.