EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/09/2020 10:09:56
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/5725/?year=2017&month=12
 
 უკან

საქართველოში დაბრუნება 21 წლის შემდეგ

24.01.2017
დორტე ბროენი, დანია

პირველად საქართველოში 1995 წელს დანიის ლტოლვილთა საბჭოს ფაქტების დამდგენი მისიის ფარგლებში ჩამოვედი. იმდენად იღბლიანიც კი აღმოვჩნდი, რომ იმ დროს აფხაზეთში სოხუმს ვეწვიე. მას შემდეგ დაბრუნება მსურდა! ჩემი ოცნება 2016 წლის აპრილში ახდა, როდესაც დანიამ საქართველოში სადამკვირვებლო მისიაში გამომაგზავნა.

მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში და საკონსულტაციო, ისევე როგორც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალხრივი გამოცდილება. ვცხოვრობდი აფრიკაში, ვმუშაობდი ჯერ ერითრეაში და შემდეგ უგანდაში. ასევე ვიმუშავე ეუთოს რამდენიმე მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიაში. როდესაც ჩემმა 21 წლის ქალიშვილმა დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, მე საზღვარგარეთ კიდევ ერთხელ წასვლის შესაძლებლობა გამოვიყენე.

2016 წლის აპრილში ზუგდიდის ოფისის ჯგუფს შევუერთდი როგორც დამკვირვებელი და შემდგომში ჯგუფის ლიდერის მოადგილე გავხდი ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გუნდში. ჩვენი ამოცანა კონფლიქტის ზეგავლენაზე დაკვირვებაა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს. გარდა ამისა, ვადგენთ ანგარიშებს არსებული მდგომარეობის შესახებ და ასევე  შესაბამის საკანონმდებლო და პოლიტიკურ მოვლენებს ვაკვირდებით. ჩემი საქმის ყველაზე ღირებულ ნაწილს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრები და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება წარმოადგენს.

რადგანაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეების გადაადგილების თავისუფლებაა, სხვადასხვა ასაკის რამდენიმე მოსწავლეს შევხვდი და ვესაუბრე. ზოგიერთ მათგანს სკოლაში წასასვლელად ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად ყოველდღიური ბრძოლა უწევს. ეს ჩემს თვალში მათ პატარა გმირებად ხდის.

როგორც გენდერულ საკითხებში რეგიონალური ოფისის საკონტაქტო პირი, მეც აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის მოსწავლეებთან ურთიერთობაში, როდესაც კოორდინაციას ვუწევდი  „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას" რომლის წლევანდელი თემა იყო "უსაფრთხო განათლება ყველას". გარდა მოსწავლეთა მოტივაციისა იყვნენ განათლებულები, აღფრთოვანებული ვიყავი მათი სიყვარულით და სითბოთი საკუთარი ქვეყნის მიმართ, რაც ასეთ ახალგაზრდებს ყოველთვის არ ახასიათებს.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ყველა მისიაში, მათ შორის ამ მისიაში გენდერული თანასწორობის მიღწევა უაღრესად პრიორიტეტულია. გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება ჩვენი მუშაობის ყველა დონეზე უთუოდ ზრდის ევროკავშირის კრიზისის მართვის ეფექტიანობას და ასევე შესაბამისობაშია გაეროს უშიშროების საბჭოს სხვადასხვა რეზოლუციებთან.

საქართველო  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქვეყანაა, მაგრამ ადამიანთა და მათი სულების სილამაზე კიდევ უფრო საოცარია. ერთხელ ასაკოვან ქალბატონს შევხვდი, რომელიც ფაქტიურად აფხაზეთსა და თბილისის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ საზღვარზე ცხოვრობს. იგი სამეზობლოში ყველას იცნობდა და არავისი არ ეშინოდა. იგი არ დათანხმდა შვილების შეთავაზებას მათთან თბილისში ცხოვრების თაობაზე; უყვარს საკუთარი სახლი, ბაღი და ბუნება ირგვლივ. მე არასოდეს დამავიწყდება ეს ქალბატონი, იგი ძალიან ძლიერი და მამაცი იყო!

მე მჯერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკეთესობისკენ ცვლილება მოაქვს. ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ზედმიწევნით დაკვირვება და მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა არის ღირებული ძალისხმევა საომარი მოქმედებების განახლების აცილების უზრუნველსაყოფად. თავს საჭიროდ გრძნობ, როდესაც ხელს უწყობ ადგილობრივ მოსახლეობას ქონდეს შესაძლებლობისდაგვარად უსაფრთხო და ნორმალური  ცხოვრება.