EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/09/2020 11:09:59
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/6056/?year=2017&month=12
 
 უკან

ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყო მისიის ძირითად პარტნიორთა ქსელის გაფართოებას

15.11.2017
მარიანა რაფი, ფინეთი

ვარ დოქტორანტი სამეცნიერო სოციოლოგიასა და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. ვმუშაობ კვლევის საკითხებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში; თუმცა, კვლევებზე მუშაობა დროებით გვერდზე გადავდე, რადგან სამუშაოდ საზღვარგარეთ წამოვედი. ვარ 38 წლის და მყავს ექვსი წლის ვაჟი. ის ჩემთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა - ამ შემოდგომამდე, როდესაც მას ფინეთში დაბრუნდა მოუწია, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში წასასვლელად. 18 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი საზღვარგარეთ, ბრაზილიაში. მას შემდეგ, იმ პერიოდში როდესაც არ ვსწავლობ,  ვმუშაობ სხვადასხვა ორგანიზაციებში, განვითარების სფეროში და ჰუმანიტარულ საკითხებზე; ეს ორგანიზაციები  ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის დაწესებულებებია ლათინური ამერიკის, აფრიკის და ევროპის სამეზობლოს რამდენიმე ქვეყანაში. 

2016 წლის იანვარში  დავიწყე მუშაობა დამკვირვებელად გორის რეგიონალურ ოფისში. ეს არის ჩემი პირველი მისია სამოქალაქო კრიზისის მართვის ფარგლებში. ჩემი გამოცდილებადან გამომდინარე, მაშინვე შეუერთდი ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფს, მალევე გავხდი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე და გენდერულ საკითხებში რეგიონალური ოფისის კოორდინატორი. მიმდინარე წლის სექტემბერში, გადავედი ზუგდიდის რეგიონალურ ოფისში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელად.

ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფი კონცენტრირებულია დაკვირვებაზე, ანალიზსა და ანგარიშგებაზე, მისიის მანდატში ასახული კონფლიქტის ისეთ სამოქალაქო ასპექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ჰუმანიტარული დახმარება, ადამიანის უფლებები და კონფლიქტის მუდმივი გავლენა  იძულებით გადაადგილებულ პირებზე და სხვა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე. როგორც გუნდის ხელმძღვანელი, პასუხისმგებელი ვარ სხვადასხვა სამოქალაქო, საპოლიციო და სამხედრო გამოცდილების მქონე საერთაშორისო დამკვირვებლების 8 კაციანი ჯგუფის მართვაზე. ორგანიზებას ვუწევ ჯგუფის ყოველდღიურ მუშაობას, რაც გულისხმობს პატრულირების დაგეგმვას. ამავდროულად ჩართული ვარ გრძელვადიან დაგეგმარებაში ჩვენი და სხვა განყოფილებების კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან  გამომდინარე, შესაძლებლობა მაქვს  მისიის ძირითად პარტნიორთა ქსელის, (როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლება), გაფართოებას შევუწყო ხელი.

ამ ეტაპზე, ვმუშაობ აქტივიზმის 16 დღიანი კამპანიის ორგანიზებაზე. ეს არის კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მთელს მსოფლიოში დაგრძელდება 16 დღე, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე (ადამიანთა უფლებების დღე). ამ კამპანიას საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ რჩება დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევად.  16 დღის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები და კამპანიის მონაწილეები ატარებენ თეთრ ბაფთას, რომელიც რის სიმბოლო იმისა,  რომ არ ჩაიდენენ, არ  შეეგუებიან და არ დადუმდებიან ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ფაქტების წინაშე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობა იყო და არის საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება. მიმაჩნია, რომ გამიმართლა, რადგან მომეცა  შესაძლებლობა ვიცხოვრო და ვიმუშავო საქართველოში!