EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/04/2024 03:04:47
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/6119/?year=2017&month=12
 
 უკან

ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა გატაცებამ, მარათონმა მასწავლა რომ რამის გასაუმჯობესებლად საჭიროა მოთმინება, ცვლილებები კი ერთ დღეში არ ხდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ასეთია: მარათონი და არა სპრინტი

29.12.2017
კოდრუტ პანდელეა, რუმინეთი

როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვნახე ლამაზი ქვეყანა, სადაც შემეძლო ჩემი ცოდნის გაზიარება და პოლიციაში მიღებული გამოცდილების ეფექტიანად გამოყენება.

მე ვარ 37 წლის და რუმინეთში პოლიციაში 14 წლის განმავლობაში სხვადასხვა დეპარტამენტებში, საგამომძიებლოდან - ანალიტიკურამდე ვმუშაობდი. 2011 წელს, ერთი წლით კოსოვოში ევროკავშირის კანონის უზენაესობის საკითხებზე მომუშავე მისიაში ვიყავი წარგზავნილი.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მომუშავე ჯგუფის წევრობა გამოწვევებით არის აღსავსე, სწორედ აქ აღმოვაჩინე, რომ ყველა ძალიან გატაცებულია თავისი საქმით. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მიყვარს ყველა პატრულირება, რადგან ჩემს გარშემო ძალიან კარგი ხალხია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უაღრესად გამოცდილი  დამკვირვებლები და ადგილობრივი კოლეგები. ყველა უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს, რაც მისიის მიზნების მიღწევას ხელს უწყობს.

მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ჩინებული ადგილი, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გამოსაყენებლად. ჩემმა ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა გატაცებამ, მარათონის სირბილმა მასწავლა, რომ რამის გასაუმჯობესებლად საჭიროა მოთმინება და ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ასეთია: მარათონი და არა სპრინტი.