EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
21/11/2024 23:11:29
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/6375/?month=10&year=2018
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მდგომარეობას უკეთესობისკენ ცვლის

08.06.2018
ჯორჯინა მაგნუსენი, დანია

მე მქვია ჯორჯინა მაგნუსენი, ვარ 39 წლის და ვარ წარმოშობით დანიიდან. უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში ვმუშაობდი  პოლიციაში ოფიცრის თანამდებობაზე რა დროსაც სხვადასხვა სფეროში ვიყავი ჩართული, მათ შორის: პატრულირება, თემის პოლიცია, სპეციალური დანიშნულების რაზმი და გამოძიება. ჩემმა სამსახურმა მომცა საშუალება მემუშავა საზღვარგარეთ - კოსოვოსა და პალესტინაში. ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია  კი ჩემი მესამე მისიაა.

ნაცნობი გარემოსგან და ნორმალური ცხოვრების წესისგან შორს ყოფნა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ბევრი გამოწვევითაა აღსავსე და რთულია. მისიაში ცხოვრება ზოგჯერ საშიშია, მაგრამ ნამდვილად ღირს მის შედეგად. დამაჯილოვებელი გამოცდილებაა ის ფაქტი, რომ შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და ხელი შეუწყო მათ, ასევე დაინახო მსოფლიოს, თუ რა ხდება კონფლიქტის ყველა მხარეს. ამ ადამიანურ ხედვას ვერ ამოიკითხავ წიგნებში. სწორედ ეს ძალიან სასარგებლო გამოცდილება მომაქვს მე საქართველოში.

ჩამოვედი 2018 წლის მარტში ზუგდიდში. შევუერთდი დამკვირვებელთა ჯგუფს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრის გასწრივ  პატრულირებს. გამომდინარე ყოველივე იმიდან, რაც საქართველოში ყოველდღიური მუშაობისას ვნახე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ლამაზი ქვეყანა და საქართველო დიდ ძალისხმევას წევს იმისათვის, რომ ყველაფერი ასე შეინარჩუნოს.

მოუთმენლად ველი ჩემი  მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას, როგორც ზუგდიდის რეგიონალური ოფისის გუნდის წევრი. როგორც მისიის ნაწილი, ჩვენი პატრულირება და ანგარიშგება  მნიშვნელოვანია. ჩემთვის პატივია ვიყო ამ გუნდის წევრი.