EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/11/2024 03:11:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/meet_our_monitors/6404/?month=10&year=2018
 
 უკან

ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას და პროფესიულ გამოცდილებას, რაც გვეხმარება საქართველოში ჩვენი მისიის განხორციელებაში

05.07.2018
რაზვან-კლაუდიუ ილიცა რუმინეთი

1978 წელს რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საუნივერსიტეტო ქალაქ იასიში მცხოვრები სამხედროს ერთ ჩვეულებრივ ოჯახს პირველ შვილად მოვევლინე. 2001 წელს დავამთავრე ბუქარესტის ალ. ი. კუზას პოლიციის აკადემია. მას შემდეგ ვმსახურობდი რუმინეთის სასაზღვრო პოლიციაში, სადაც ჩემს ძირითად ყოველდღიურ საქმიანობას დანაშაულების გამოძიება წარმოადგენდა. ვიცოდი და მესმოდა რა, რომ ადამიანის ქცევა ჩემი, როგორც პოლიციელის კარიერაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, უნივერსიტეტში დამატებით გავიარე ფსიქოლოგიის კურსი.

ჩემს საქმიანობაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილება. მის სპეციფიურ სფეროებს ასევე წარმოადგენს მიგრაცია და ტრანსსასაზღვრო დანაშაული. ჩემი მომავალი განვითარებისთვის და რუმინეთში პოლიციაში მუშაობასთან ერთად სხვა სამუშაო გამოცდილების გასამდიდრებლად (2007 წლიდან) სააგენტო „ფრონტექსის“ ფარგლებში სხვადასხვა მისიაში, პროექტსა თუ ტრენინგშიც (ტრენერის რანგში) მივიღე მონაწილეობა.

ბედნიერი ვიყავი, როცა შევიტყვე ევროკავშირის სადამკრივრებლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად ჩემი აყვანის შესახებ. მისიას 2017 წლის ნოემბერში შევუერთდი. თავდაპირველად მიმამაგრეს ადმინისტრაციულ საზღვარზე პატრულირების ჯგუფს, ხოლო ცოტახნის წინ გავხდი მორიგე ზედამხედველი ზუგდიდის საველე ოფისში.

ჩამოსვლისთანავე  საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე და ბევრი ბრიფინგი მოვისმინე. ამ ინფორმაციის ასათვისებლადაც რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომა, კოლეგების მოსმენა და სტანდარტული სამოქმედო პროცედურების კითხვა მომიწია. ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებისას ჩემი კოლეგები ასევე პრაქტიკულ სწავლებაში დამეხმარნენ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი მიღებული სწავლების დონით და ოდენობით. ის დამეხმარა მისიის მანდატის გაგებაში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზოგად სტრუქტურაში ჩემი ადგილის გაცნობიერებაში.

მოვალეობების შესრულების წარმატებით დაწყებაში ჩემი გამოცდილება დამეხმარა. პოლიციელად მუშაობის პერიოდში ხშირად მიხდებოდა უგზოობაში მანქანით გადაადგილება და ისეთი სადამკვირვებლო აღჭურვილობის გამოყენება, როგორიცაა ბინოკლი, კამერა, რუკა და ა.შ. სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა საკონტაქტო პირებთან საუბარი გამიადვილდა, ვინაიდან როგორც რუმინეთში, ისე მრავალეროვნულ გარემოში მუშაობისას მსგავსი სამუშაო ხშირად შემისრულებია. მე მალევე შევეგუე სამუშაო პირობებს და გავხდი ადმინისტრაციულ საზღვარზე პატრულირების ჩვენი შესანიშნავი ჯგუფის აქტიური გუნდური მოთამაშე. 

სამუშაო, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვასრულებთ, მნიშვნელოვანია. ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ჩვენს მშობლიურ ქვეყნებსაც წარმოვადგენთ. ეს დიდი პატივია, ამიტომაც ანგარიშების მომზადებაში და სადამკვირვებლო საქმიანობაში მიუკერძოებლობა გვმართებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოჯახის წევრობა და ქართველ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნასა და პროფესიულ გამოცდილებას, რაც  საქართველოში ჩვენი მისიის განხორციელებაში გვეხმარება.