EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
12/08/2022 10:08:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/tmt6vpzefscy6x7k/-qnr7avboeponj3gw/
 

დოქტორი ტიბორ კოზმა შეუერთდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2022 წლის მარტში, როგორც მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. უნგრეთიდან მოვლინებულ დოქტორ კოზმას გააჩნია საპოლიციო, კრიზისების მართვის, სამშვიდობო და საერთაშორისო განათლების სფეროებში მუშაობის ოცდაათწლიანი პროფესიული გამოცდილება,

მისი სამშვიდობო კარიერა დაიწყო ბოსნია და ჰერცოგოვინაში, სადაც იგი მივლინებული იყო გაეროს სამშვიდობო მისიაში 1999 წლიდან 2001 წლამდე. ის დაბრუნდა ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში ევროკავშირის საპოლიციო მისიის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონალური ოფისის უფროსის თანამდებობაზე სადაც მსახურობდა 2002-2004 და 2007-2009 წლებში.

2010 წლიდან 2015 წლამდე დოქტორი კოზმა მუშაობდა გაეროს სამდივნოში, სადაც მსახურობდა სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტში. მისი საქმიანობის სფერო ძირითადად მოიცავდა დასავლეთ აფრიკის სამშვიდობო მისიებს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მუშაობის დაწყებამდე, დოქტორი კოზმა მუშაობდა გერმანიაში, გარმიშ-პარტენკირხენში, ჯორჯ კ. მარშალის სახელობის ცენტრში, საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების კოლეჯში. ის კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა რეზიდენტურ პროგრამებში, რომლებიც ეხებოდა ტრანსნაციონალური უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებს, როგორებიც არის კონტრტერორიზმი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და გაეროს სამშვიდობო და კრიზისების მართვა. 2019 წლის იანვარში დაინიშნა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და ამ თანამდებობას 2020 წლის მაისამდე იკავებდა. 

დოქტორი კოზმა ფლობს უნგრეთის საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ დოქტორის ხარისხს სამხედრო მეცნიერებებში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მაგისტრის და სამართლის მაგისტრის ხარისხებს. მას დამთავრებული აქვს უნგრეთის პოლიციის აკადემია და სამშვიდობო ოფიცერთა უმაღლესი სკოლა, ნიცაში, საფრანგეთი.