EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
04/12/2024 12:12:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/about_eumm/tmt6vpzefscy6x7k/jjzyfaq62wagombqr/
 
ბეტინა პატრისია ბუგანი არის საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი 2024 წლის აპრილიდან.

ბეტინა პატრისია ბუგანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის სამეთაურო რგოლის ოფიცერი, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტაბილიზაციის მისიებში. მისი კარიერის 35 წლის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა როგორც გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აჩვენა მისი ერთგულება სამართალდამცავი ორგანოებისა და მყიფე სახელმწიფოებში უსაფრთხოების, საერთაშორისო თანამშრომლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ.


ის მონაწილეობდა კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციაში და მშვიდობის შენარჩუნებაში სენსიტიურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში, როგორც პოლიციის მრჩეველი გაეროში საფრანგეთის მუდმივ მისიაში 2012-2016 წლებში, საფრანგეთის ჟანდარმერიის გენერალური დირექტორის კერძო კაბინეტში და სამი წლის განმავლობაში როგორც MINUSMA-ს პოლიციის კომისარი (გაეროს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში). გარდა ამისა, მის მიერ დაკავებული ერთ-ერთი თანამდებობა ასევე მოიცავდა ევროპული დაფინანსებით მრავალმხრივი პროექტების შემუშავებას და განხორციელებას. როგორც საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის ევროკავშირის ოფისის ხელმძღვანელს, მას მოუწია საფრანგეთის ინტერესების იდენტიფიცირება რამდენიმე ევროპულ სამუშაო ჯგუფში (SCHEVAL-შენგენის შეფასების და მონიტორინგის მექანიზმი, სამართალდამცავი ორგანოები, შიდა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომიტეტი...) და ასევე ევროკავშირის შინაგან საქმეთა საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კაბინეტისთვის სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება.


ბეტინა პატრისია ბუგანის ასევე ეკავა წამყვანი თანამდებობები საამრთალდამცავ და სასწავლო უწყებებში. ის თანმიმდევრულად ხელმძღვანელობდა მასობრივი არეულობის საწინააღმდეგო პოლიციურ ქვედანაყოფს, ჟანდარმერიის სადივიზიო სარდლობას და ჟანდარმერიის საჰაერო ტრანსპორტის სარდლობას.


ის ფლობს ხარისხს სამართალში, დამთავრებული აქვს ომის კოლეჯი და ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცრების სკოლა. 2022 წელს მან ასევე დაამთავრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის უმაღლესი ხელმძღვანელობის კურსი აბიჯანში (კოტ დივუარი) და 2010 წელს ბრიტანეთის პოლიციის სტრატეგიული სარდლობის კურსი.


მისიის წინა ხელმძღვანელები:

ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი, 2023 წლის იანვარი - 2023 წლის დეკემბერი

ელჩი მარეკ შჩიგელი , მარტი, 2020 – დეკემბერი 2022

ბ-ნი ერიკ ჰოეგი , დეკემბერი 2017- დეკემბერი 2019

ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი , დეკემბერი 2014 - აგვისტო 2017

ბ-ნი ტოივო კლაარი , სექტემბერი 2013 - დეკემბერი 2014

ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი , ივლისი 2011- ივნისი 2013

ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი , ოქტომბერი 2008- აპრილი 2011