EUMM Georgia - Home
მომხმარებლის სახელი/ელ-ფოსტა: პაროლი:
რეგისტრაცია დაგავიწყდა პაროლი? დახმარება
ყველა განცხადება 8
ავტომანქანები 8
ავტომანქანის ნაწილები 0
დაკვირვების და ფოტო ტექნიკა 0
ინსტრუმენტები 0
კომპიუტერული ტექნიკა 0
კომუნიკაციის ხელსაწყოები 0
სხვადასხვა 0
ტექნიკა-დანადგარები 0

ბიდინგის მიმოხოლვა

თქვენი შემოთავაზება ის მაქსიმალური თანხაა რომელიც გსურთ გადაიხადოთ

როდესაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის აუქციონზე წინადადება შემოგაქვთ, ეს არ არის მხოლოდ ერთი წინადადება. აუქციონს თქვენ მიუთითებთ, რათა თქვენს მაგივრად ავტომატურად ასწიოს შეთავაზებები იმ მაქსიმალურ თანხამდე, რომელიც მზად ხართ გადაიხადოთ. თქვენი მაქსიმალური თანხა ყველასთვის საიდუმლოდ რჩება როდესაც აუქციონზე იმარჯვებთ. თქვენი მაქსიმალური თანხა მჟღავნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაგასწრეს და აღარ ლიდერობთ.~ მაგალითად: თქვენ დაიწყეთ აუქციონი და თქვენი საწყისი შეთავაზება იყო 5 ლარი. მაქსიმალური თანხა კი რომელიც შეგიძლიათ გადაიხადოთ არი 30 ლარი. თქვენ ლიდერობთ წინადადებით 5 ლარი. თუ აუქციონში მონაწილეობის გაგრძელებას არ გადაიფიქრებთ, თქვენი წინადადება ავრომატურად გაიზრდება თუკი სხვა შემოიტანს წინადადებას.

ბიდინგის ბიჯები

ბიჯის მნიშვნელობა წარმოადგენს იმას, თუ რამდენით მეტი თანხა უნდა იყოს შემოთავაზებული, რომ კვლავ დაწინაურდეთ. ბიჯების ძირითადი მნიშვნელობებია 1, 2, 3, 5, 10, 50, 100, 1000 ლარი, იმის მიხედვით, თუ რა მიახლოებითი გასაყიდი ფასი აქვს ნივთს. მაგალითად: ვიღაცას სურს გადაგისწროთ. ის ხედავს თქვენს შეთავაზებას - 5 ლარი, თუმცა ვერ ხედავს თქვენს მაქსიმალურ შესაძლო თანხას 30 ლარი. მან შემოიტანა შემოთავაზება 20 ლარი. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა 20 ლარს გადაასწროთ ბიჯით 1 ლარი. აუქციონის სისტემა ავტომატურად დადებს თქვენს მაგივრად 21 ლარს და თქვენ კვლავ დაწინაურდებით.

უმაღლესი შემოთავაზება იმარჯვებს - არა უკანასკნელი

არ აქვს მნიშვნელობა, როდის შემოიტანეთ წინადადება. თუ თქვენი ფასი ყველაზე მაღალია, თქვენ გაიმარჯვებთ. ყველაფერი მარტივია- უმაღლესი ფასი იმარჯვებს.

სნიპინგი

სნიპინგი ნიშნავს უკანასკნელ წამს ფსონის დადებას, სანამ სხვები მოასწრებენ თქვენს გადასწრებას. ამის იდეა ისაა, რომ ნაკლები ფასი დააფიქსირო. თეორიულად ეს ხელსაყრელია, თუმცა უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, თქვენ კომპიუტერთან უნდა იყოთ აუქციონის დასრულების მომენტში და ინტერნეტს არ უნდა ჰქონდეს ხარვეზები. აუქციონის ბოლოს თქვენ ან გაიმარჯვებთ და გადაიხდით თქვეს მაქსიმუმს ან უფრო ნაკლებს, ან დამარცხდებით თუკი ვინმეს შეთავახება იქნება თქვენს მაქსიმუმზე მეტი. მაგალითი: თქვენ დაწინაურებული ხართ ფსონით 21 ლარი (მაქსიმალური ფსონი 30 ლარი). სნიპერი ბოლო მომენტში დებს ფსონად 25 ლარს. ამ შემთხვევაში თქვენ კვლავ იმარჯვებთ ავტომატური ბიდირებით 26 ლარად, ვინაიდან თქვენი მაქსიმალური ფსონია 30 ლარი. თუკი სნიპერი დადებს 40 ლარს, მაშინ მოგება მას დარჩება 31 ლარად (ანუ 1 ლარით მეტში ვიდრე თქვენი მაქსიმალური ფსონი).

ბიდის შეცვლა ან გაუქმება

ზოგადად თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააუქმოთ თქვენი ფსონი. ფსონის დადება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აუქციონის წესებს და თანახმა ხართ გადაიხადოთ მოგების შემთხვევაში. თუმცა, ხანდახან საპატიო შეცდომებიც არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ფსონი, თუკი ამისთვის საფძვლიანი მიზეზი არსებობს. თუ გსურთ შეცვალოთ ან გააუქმოთ ფსონი: • თქვენ შეცდომით მიუთითეთ რიცხვი. მაგალითად 99.50 ლარი, 9.95 ლარის მაგივრად. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასწოროთ თქვენი ფსონი მაშინათვე. თუკი თქვენ შეიცვლით აზრს, ეს არ განიხილება როგორც შეცდომით ფსონის დადება. დადეთ შედარებით დაბალი ფსონი და დაიწყეთ ვაჭრობა. • თუკი ფიქრობთ, რომ საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ ბიდის გასაუქმებლად, მიმართეთ აუქციონის ადმინისტრატორს. თუკი გაიმარჯვეთ აუქციონზე და აღარ გსურთ იყიდოთ ნივთი, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ აუქციონის ადმინისტრატორს. გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოიწვევს თქვენი ანგარიშის დაბლოკვას და ვეღარ შეძლებთ მომავალში აუქციონში მონაწილეობას. EUMM-ის აუქციონსი ბიდირება განიხილება, როგორც ხელშეკრულება და თქვენ ვალდებული ხართ შეიძინოთ ნივთი.