EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:06
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1021/?month=12&year=2009
 
 უკან

დიდი ბრიტანეთის მინისტრის საერთაშორისო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მისი აღმატებულება ბარონესა ენ ტეილორის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისიის თბილისის რეგიონალურ ოფიში

11.02.2009
ოთხშაბათს, 11 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბარონესა ტეილორი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთაში განლაგებულ თბილისის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე და რეგიონალური ოფისის მაღალჩინოსანი ბრიტანელი თანამშრომლები შეხვდნენ, რომელთაც მინისტრს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე, მის როლსა და პროგრესზე და რეგიონალური ოფისის საქმიანობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

გენერალმა ჟანვიემ განმარტა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სადამკვირვებლო ჯგუფების ბოლოდროინდელი რესტრუქტურიზაცია წარმატებულად მიმდინარეობდა. სამი თემატური ჯგუფისაგან შემდგარი ახალი სტრუქტურა, რომელიც პოლიციის, სამართლის და ადამიანის უფლებების საკითხებზე, იძულებით გადაადგილებული პირების და ჰუმანიტარულ საკითხებზე და სამხედრო საკითხებზე მუშაობს, საპატრულო ჯგუფების მიერ მისიის მანდატის მოთხოვნების უკეთ შესრულებისაკენ და რეგიონალურ ოფისებს შორის ერთიანობის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. საპატრულო ჯგუფებში სხვადასხვა ეროვნების და გამოცდილების მქონე დამკვირვებლების შერევა ასევე ეფექტიანი გამოდგა.

დამკვირვებლებმა განმარტეს, რომ მათი საუკეთესო იარაღი პროფესიონალური, სამოქალაქო, შეუიარაღებელი ჯგუფებია, რაც ადგილზე დაძაბულობის შემცირებას უწყობს ხელს. ჩვენი მანდატი ნათელია და ფუნქციების განხორციელებისას ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ნდობის აღდგენის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამხედრო და საპოლიციო ორგანოებთან დავამყაროთ ურთიერთობა. ერთ-ერთი საკითხი, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თბილისის რეგიონალური ოფისი თვალყურს ადევნებს წეროვანის დასახლებაში იძულებით გადაადგილებული პირების ადგილობრივი რეგისტრაციაა - ამჟამად მათ არ გააჩნიათ ადგილზე ხმის მიცემის უფლება, რადგან ისინი ჯერ კიდევ სხვაგან არიან რეგისტრირებულნი.

ბარონესა ტეილორი რეგიონალური ოფისისა და მისიის საქმიანობის მოცულობით და რეგიონალური ოფისის პასუხისმგებლობის არეალის მასშტაბით მეტად დაინტერესებული და მოხიბლული იყო .