EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:44
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1044/?page=7&year=2009
 
 უკან

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ მაქსიმ ვერჰაგენის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში

12.02.2009

ხუთშაბათს, 12 თებერვალს, ნიდერლანდების საგარეო სამეთა მინისტრი, მაქსიმ ვერჰაგენი, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მინისტრს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ, მისიის საქმიანობასა და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში უსაფრთხოების სიტუაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.

გენერალმა ჟანვიემ აღნიშნა, რომ მდგომარეობა საერთო ჯამში მშვიდია, თუმცა ადგილი აქვს ინციდენტებს და ბევრი მაცხოვრებელი არ თვლის, რომ სიტუაცია სტაბილურია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცდილობს იმუშაოს ყველა შესაბამის ხელისუფლებასთან, როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან და დააფხაზეთთან, ასევე საქართველოსთან, რათა შეიმუშაოს კონფლიქტის პრევენციის მექანიზმი, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას გააუმჯობესებს.

ბ-ნ ვერჰაგენმა ნიდერლანდების მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა, რაც მისიაში 10 ჰოლანდიელი დამკვირვებელის ყოფნითაც გამოიხატება.

სანამ დანიელ დამკვირვებლებს მცხეთაში სადილზე შეუერთდებოდა, მინისტრი კარალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.