EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/04/2024 10:04:41
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1079/?year=2009&month=12
 
 უკან

ჟენევაში შეთანხმებული ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხორციელების დასაწყებად ყველა მხარეს შორის მოლაპარაკება გაიმართება

20.02.2009

მიმდინარე კვირაში, ჟენევის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მნიშვნელოვანი შეთანხმების შემდეგ, მომდევნო ეტეპი მის განსახორციელებლად პირობების შემუშავებაა. მექანიზმი, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს ჩათვლით, ყველა მხარეს შორის ყოველკვირეულ შეხვედრებს ითვალისწინებს.

მომდევნო კვირების განმავლობაში ყველა მხარეს შორის გაიმართება მოლაპარაკება, რათა შემუშავდეს ამ შეხვედრების დეტალური პირობები, ადგილმდებარეობა, თუ ვინ იქნებიან მონაწილენი, დღის წესრიგი და ანგარიშებთან დაკავშირებული საკითხები.

მექანიზმი კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოებასა და საჯარო წესრიგზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეგულარულ კონტაქტებს გულისხმობს.

შეთანხმებული წინადადებები სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასახმარებლად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.