EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 07:04:39
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1090/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროპარლამენტარები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ეწვივნენ

26.02.2009
25 თებერვალს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ორი წევრი ბ-ნ ფონ ვოგაუ და ბ-ნ რიჩარდ ჰოვიტი ეწვივნენ. ევროპარლამენტარებს რეგიონში მისიის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურდათ.

მისიის ხელმძღვანელმა, ჰანსიორგ ჰაბერმა, ორ დელეგატს მისიის მანდატსა და სტრუქტურაზე მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა პირველი ოთხი თვის შემდეგ რეგიონალურ ოფისებში განხორციელეულ რესტრუქტურიზაციას. ეროვნული კონტიგენტების შერევით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილზე უკეთესად შეძლო ევროპული პოზიციის გამოხატვა.სადამკვირვებლო ჯგუფების ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებით დაკომპლექტება საშუალებას იძლევა უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული განსხვავებული განათლება და გამოცდილება, რაც ევროპული იდეის ცოცხალ მაგალითს წარმოადგენს.

ელჩმა ჰაბერმა პარლამენტარებს ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ჟენევის ბოლო მოლაპარაკებებზე იქნა მიღებული. სამივე ორგანიზაცია მეტად მონდომებული იყო დაეძლია კონფლიქტის მხარეებს შორის არსებული უთანხმოება და შესაბამისად ინციდენტების პრევენციის მექანიზმთან დაკავშირებული პირველი შეხვედრის დროულად დანიშნვისათვის მიეღწია.

ევროპარლამენტარები ასევე დაინტერესებულნი იყვნენ მეტი გაეგოთ მისიის საწყის ფაზასთან დაკავშირებით. მიღებული გამოცდილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული და ფინანსური წესების გაუმჯობესება, რათა მომავალ კრიზისულ სიტუაციებში ევროკავშირის მისიების ჯეროვანი გაგზავნა მოხდეს.

26 თებერვალს, დამკვირვებლებთან შესახვედრად და ადგილზე მომუშავე ხალხისაგან რეალური შთაბეჭდილებების მისაღებად ორმა დელეგატმა გორის რეგიონალური ოფისი მოინახულა.