EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 15:11:19
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1126/?month=12&year=2009
 
 უკან

ელჩი ჰაბერი ინფორმაციის მოძიების მიზნით გორის რაიონს ეწვია

10.03.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ამოცანა ევროკავშირის პოლიტიკაზე მომუშავე და გადაწყვეტილების იმღები პირებისათვის ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა. შესაბამისად, მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი, მუდმივად სტუმრობს ბრიუსელს, რათა ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია. ბრიუსელში მისი მომდევნო ვიზიტი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. მოცემული ვიზიტისათვის მოსამზადებლად და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე პირველადი ინფორმაციის მისაღებად, ელჩი ჰაბერი, მისიის სათაო ოფისის მცირე დელეგაციასთან ერთად, გასულ პარასკევს (6 მარტი) გორის რაიონს ეწვია.

პირველი გაჩერება აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზატკეცილთან ახლოს მდებარე პატარა სოფელი, შავშვებში იყო. 225 მაცხოვრებლიდან თითქმის ნახევარზე მეტი ოსური ეთნიკური წარმოშობისაა. ბევრი მათგანი შერეულ ქორწინებაშია. მაშინ როდესაც არ არსებობს დაძაბულობა ეთნიკური წარმოშობის მიზეზით, სოფლის ყველა მაცხოვრებელმა უკმაყოფილება არასაკმარისი წყლით მომარაგების გამო გამოთქვა. წყლის ნაკლებობამ უკვე იქონია ზეგავლენა წლევანდელ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე. ერთ-ერთი გამოსავალი ახალი ჭის გაჭრა და ახალი არხის გაყვანა იქნებოდა. თუმცა სოფელს ამ პროექტისათვის ფული არ გააჩნია.

მეორე გაჩერება კოშკაში იყო, სადაც მისიის ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ქართულ საპოლიციო საგუშაგოს ეწვია. მისი იქ ყოფნისას საქართველოს პოლიციის აკადემიის ჯგუფი საგუშაგოს გარშემო ქვიშის ტომრების კედლებს აშენებდა, რამაც საგუშაგოს თანამშრომლები ცეცხლის გახსნის შემთხვევაში უნდა დაიცვას. მისიის დელეგაციასთან ადგილობრივი მაცხოვრებლები მივიდნენ და თავიანთ ყოველდღიურ პრობლემებზე უამბეს. ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მაცხოვრებელ ამ სოფლების ბევრ მკვიდრს, გასული აგვისტოს მოვლენების შემდეგ ჯერ-კიდევ ეშინია. ისინი, სავარაუდოდ მსგავსად მათ მეზობლებისა ადმინსიტრაციული საზღვრის მეორე მხარეზე, შიშობენ, რომ შეიარაღებული დაპირისპირება განმეორდება. საუბედუროდ, გასული წლის აგვისტოს შეიარაღებულმა დაპირისპირებამ გაწყვიტა ყველანაირი კონტაქტი არა მხოლოდ დაწესებულებებს, არამედ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შორისაც.

ელჩმა ჰაბერმა ვიზიტი მისიის რეგიონალური ოფისის სტუმრობით დაასრულა. დამკვირვებლებთან შეხვედრისას ელჩმა მათი ყოველდღიური სადამკვირვებლო საქმიანობის გამოცდილების შესახებ მიიღო ინფორმაცია. დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს შორის ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად ზომების შემუშავების აუცილებლობას.