EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/04/2024 07:04:28
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1138/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აძლიერებს კავშირს ადგილობრივ მოსახლეობასთან

15.03.2009
ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ჩვეულ საპატრულო საქმიანობასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მასშტაბით, დაბებსა და სოფლებში, ქვეით პატრულირებასაც ახორციელებს. დამკვირვებლებს საშუალება ეძლევათ უფრო მჭიდროდ იურთიერთონ ადგილობრივ მოსახლეობასთან და აუხსნან მათ მისიის როლი და მანდატი. ეს მისიის თანამშრომლებს ასევე საშუალებას აძლევს უფრო კარგად აღიქვან ადგილობრივი მოსახლეობის შეხედულებები და საზრუნავი.

დღემდე სკოლებსა და სოფლებში დაახლოებით 10,000 ბროშურა დარიგდა, რომელიც მისიის მანდატს განმარტავს და მისიის საზოგადოებასთან ურთიერთობაზე მიმართული კამპანიის ნაწილია. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მისიის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება აინტერესებთ და ჩვენ დამკვირვებლებს თბილად ხვდებიან.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 9 მაისს აღინიშნება, მომდევნო კვირებში მისიის რეგიონალური ოფისები ჩართულნი იქნებიან დამატებითი ღონისძიებების განხორციელებაში.