EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 15:11:21
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1177/?month=12&year=2009
 
 უკან

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ინტერვიუ ევროკავშირის სადმკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩ ჰანიორგ ჰაბერთან

27.03.2009

კითხვა: როგორია თქვენი შეფასება, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი?

გამოძიებას დრო სჭირდება. ევროკავშირის საგამომძიებლო მისიის ხელმძღვანელი, შვეიცარიელი დიპლომატი, ჰეიდი ტალიავინი, ამ საკითხებითაა დაკავებული და შესაბამის ანგარიშს წარმოადგენს. ის, რომ ამ საკითხებით საერთაშორისო გამოძიებაა დაკავებული ჩემს სამუშაოს აადვილებს.

კითხვა: რა კომენტარს გააკეთებდით ჟურნალ „შპიგელში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც წარმოდგენილია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?

„შპიგელს“ არ გააჩნია საკმარისი დეტალები. იგი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ ქართველი გენერლის სიტყვების ციტირებას ახდენს, მაგრამ არანაირ დამატებით დეტალს არ გვაწვდის.

კითხვა: რა კომენატრს გააკეთებდით მედვედევი-სარკოზის ევსპუნქტიანი შეთანხმების თაობაზე? ასრულებენ თუ არა მხარეები აღებულ ვალდებულებებს?

ჩვენ კმაკოფილი ვართ ქართული მხარის ქმედებებით. როგორც გასულ დეკემბერს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთს ჯერ არ შეუსრულებია ყველა მოთხოვნა.

კითხვა: რადგანაც თქვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის უფლება არ გეძლევათ, რატომ არ გამოგზავნის ევროკავშირი დამოუკიდებელ მისიებს ამ ტერიტორიებზე? ცდილობთ თუ არა მიიღოთ ამ რეგიონებში შესვლის უფლება რუსული მხარისგან?

ნებართვის მიღებას ვცდილობთ არა მარტო რუსული, არამედ აფხაზული და სამხრეთ ოსური მხარეებისგანაც. ვიმედოვნებთ, რომ მიზანს მივაღწევთ. ისინი თვლიან, რომ ჩვენი მიდგომა მიკერძოებულია, მაგრამ მათ, ინფორმაციის შეგროვების მიზნით, პირველ რიგში ტერიტორიაზე შესვლის უფლება უნდა მოგვცენ და შემდეგ გვეცოდინება თუ რა ხდება რეალურად.

კითხვა: რა კომენატრს გააკეთებდით ბრალდებაზე, რომ ევროკავშირი მიკერძოებულია, როდესაც ზეწოლას ახდენს ბელორუსიაზე, რათა მან არ მოახდინოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება?
ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის საერთო მიდგომის ფარგლებში. [სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის] არ აღიარება ამ მიდგომის ნაწილია. ჩვენი მისიის მანდატი  ნორმალიზაციას, სტაბილიზაციას და ნდობის აღდგენას მოიცავს, რაც საერთო მიზანს წარმოადგენს.

კითხვა: დიპლომატიური ენა ყოველთვის არაა გასაგები. რას გულისხმობთ ნორმალიზაციაში?
ნორმალიზცია გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებას, ხოლო ნდობის აღდგენა - ორივე მხარის მიერ მოლაპარაკებების დაწყებას და ინციდენტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობას.

კითხვა: თუ სთხოვეთ მოსკოვს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის ნებართვა?

დიახ, ეს საკითხი დავაყენეთ, მაგრამ რუსეთი ამ ორ ერთეულს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიქვამს. ამგვარად, ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენი მანდატი ფარავს მხოლოდ საქართველოს, რაც რუსეთის მიხედვით, არ მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

კითხვა: როგორ შეგიძლიათ სარკოზი-მედვედევის მოლაპარაკების განხორციელებაზე ისაუბროთ თუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის უფლება არ გაქვთ?

ჩვენ ვითხოვთ ნებართვას, მაგრამ ჯერ ამ ტერიტორიებზე შესვლა ვერ შევძელით.

კითხვა:  რას იტყვით საქართველოს სამხედრო ძალების ზრდაზე?

ჩვენ გავდივართ ადგილზე და ვამოწმებთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთი ვერ ვნახეთ იმისა, რომ ასეთ ზრდას  ადგილი აქვს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელსაც ისინი სრულად ახორციელებენ.

კითხვა: რას იტყვით პოლიციის გადაჭარბებულ კონცენტრაციაზე ეგრეთ წოდებულ „ბუფერულ ზონებში“. ეს ასევე იწვევენ შეშფოთებას.

მთავარი ისაა, რომ პოლიციას არ გააჩნია მძიმე სამხედრო აღჭურვილობა. შესაძლოა მათ გავლილი აქვთ სამხედრო სწავლება, მაგრამ ისინი ძალის არ გამოყენების პრინციპს ემორჩილებიან და არ არიან საკმარისად შეიარაღებულნი იმისათვის, რომ საფრთხეს წარმოადგენდნენ.

კითხვა: გადაიდგმება თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაბრუნებლად? ხომ არ თვლით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის თანაცხოვრება შეუძლებელია?
ჩვენ ვხვდებით იძულებით გადადგილებულებს და ყველა ერთხმად აცხადებს, რომ მათ დაბრუნება სურთ. ისინი ამბობენ, რომ თავიან მეზობლებთან კარგად ცხოვრობდნენ და მე მჯერა ამის. ჩვენ მხარს ვუჭერთ დაბრუნების უფლების პრინციპს და ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც  მათ ამისი უფლება არ უნდა მიეცეთ.

კითხვა:  შეძლებენ ისინი მშვიდობიან თანაცხოვრებას ამ ომის შემედეგ?

აფხაზეთიდან იძილებით გადაადგილოებული პირები 1990-იანი წლების კონფლიქტიდან არიან. არის დაახლოებით 30 000 იძულებით გადაადგილებული პირი სამხრეთ ოსეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლები დანგრეულია, მათი აღდგენის საშუალება იარსებებს თუ იარსებებს მათი დაბრუნების პოლიტიკური ნება.

კითხვა: რისი გაკეთება შეგიძლიათ კონფლიქტის სამომავლო პრევენციისათვის?

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხარეებს შორის ნდობის აღდგენისათვის მუშაობს. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ხელს უწყობს ამ პროცესს.

კითხვა:  მას შემდეგ რაც მისია დაიწყო, როგორია მდგომარეობა ნდობასთან მიმართებაში?

როდესაც ჩვენი მისია გამოიგზავნა, ომო ახალი დასრულებული იყო. ახლა ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა, რამაც გარკვეულ დონეზე შეამცირა დაძაბულობა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რაც ქართული შეიარაღებული ძლებისათვის ადმინისტრაციული საზღვართან  გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ეს ნდობის ხარისხს ზრდის. ეს ასევე ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ზომასაც წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ რუსები და ოსები ამას დადებითად აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ხმამაღლა არ აცხადებენ.  

კითხვა: თუ მართლა გსურთ ამ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელება რატომ არ შექმნით დამოუკიდებელ მისიას?

ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს იურიდიული საკითხია. ვფიქრობ, მათ მაინც შეუძლიათ ამ ტერიტორიებზე შესვლის უფლება დაგვრთონ, რადგან ეს უსაფრთხოებას გაზრდის, რაც მათ ინტერესებშიც შედის. ამასთან, მათ შეუძლიათ განაგრძონ საპირისპირო აზრის შენარჩუნება ამ ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულების მიმართ.

კითხვა: როგორ შეადარებდით სერბების კოსოვოში დაბრუნების პროცესს ქართველების სამხრეთ ოსეთში დაბრუნებასთან?

მე არ გახლავართ კოსოვოს საკითხების ექსპერტი, მაგრამ საქართველოს მდგომარეობა განსხვავებულია, რადგან ქართველებს არ შეუძლიათ დაბრუნება.

კითხვა: არსებობს თუ არა იმ პირების დასჯის საშუალება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასა და ქართული სოფლების დაწვაზე?

ეს ჩვენი მანდატის ნაწილი არ არის.

კითხვა: როგორ შეაფასებდით ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მიდამოებში არსებულ მდგომარეობას?

მდგოამრეობა უფრო სტაბილურია ვიდრე ველოდით. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა დაიწყო სადამკვირვებლო საქმიანობა 6 პოლიციელია მოკლული,  ჯამში ომის დასრულების შემდეგ კი დაახლოებით - 12-13. რა თქმა უნდა, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს იმაზე ნაკლებია ვიდრე ჩვენ მოველოდით. ხშირად ადგილი აქვს სროლები ღამის განმავლობაში, ამის შესახებ ადგილობრივები ხშირად ჩივიან, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა რეგისტრირებული.

კითხვა: სროლებს ორივე მხრიდან აქვს ადგილი?

ძნელი სათქმელია. ჩვენი დამკვირვებლები ყოველთვის ინციდენტის ადგილზე არ იმყოფებიან. ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში მხარეებმა ამის შესახებ უნდა ისაურონ.

კითხვა: აქამდე თუ ყოფილა  ვინმე დაკავებული სროლისათვის?

ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას იყო თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ნაწილი უკმნაყოფილებას გამოთქვამს, რომ სროლები მეორე მხრიდან მოდის.

კითხვა: თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ მიიღეთ შესვლის უფლება, ჩათვლით თუ არა, რომ მისია წარუმატებელი იყო?
პასუხი: არა, ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას. ეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერესებშიც შედის.