EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 15:11:07
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1180/?month=12&year=2009
 
 უკან

კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანების უსაფრთხოების ქართული და აფხაზური შეხედულებები ბრიუსელის კონფერენციაზე

02.04.2009

31 მარტს, ბრიუსელში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნდობის აღდგენის ერთობლივი კვლევითი ინიციატივის კონფერენციას დაესწრნენ. კონფერენცია ორგანიზებული იყო Toledo-ის საერთაშორისო ცენტრი მშვიდობისათვის (CITpax) მიერ, რომელზეც წარმოდგენილი იყო კონფლიქტურ ტერიტორიებზე, ქართველი და აფხაზი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითად პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებული ერთწლიანი პროექტის დასკვნები.

პროექტმა, რომელიც CITpax-ის მიერ იყო ორგანიზებული და ევროკომისიის სტაბილიზაციის ინსტრუმენტის მეშვეობით დაფინანსდა, ექსპერტები აფხაზეთიდან, თბილისიდან და მოსკოვიდან შეკრიბა. მათი მიზანი იყო განესაზღვრათ და რეკომენდაცია გაეწიათ ოთხ მნიშვნელოვან სფეროსთან დაკავშირებულ კონკრეტულ ქმედებებზე. ეს სფეროებია: ადამიანის უფლებები იძულებით გადაადგილებულ პირებსა და დაბრუნებულ ოჯახებთან მიმართებაში, ადამიანების უსაფრთხოება და ენერგო და ეკონომიკური განვითარება.

ევროკავშირის მიმართ გამოთქმულ სხვა მრავალ რეკომენდაციას შორის იყო „დიალოგის დაწყების სტიმულირება და კონფლიქტის ყველა მხარეს შორის მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში მოქმედება.“

რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებს, ქართველი ექსპერტების თანახმად, უმნიშვნელოვანესია, რომ „ევროკავშირმა და გაერომ მოახდინონ მათი საქმიანობის კოორდინაცია, რაც კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, მოსახლეობის დაცვისა და დანაშაულთან ბრძოლისაკენ იქნება მიმართული“. იმ შემთხვევაში თუ გაერო ვერ შეძლებს გააგრძელოს საქმიანობა კონფლიქტის ზონაში, აუცილებელი პირობების არსებობის შემთხვევაში, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, ევროკავშირმა შესაძლოა მედიატორის როლი აიღოს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ზუგდიდის რაიონში აგვისტოს ომის შემდეგ განხორციელებულ გამოკითხვაში, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, კითხვაზე „ვის შეუძლია უზრუნველყოს მოსახლეობის პირადი უსაფრთხოება“ მოპასუხეთა 87-მა პროცენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაასახელა. 75-მა პროცენტმა განაცხადა, რომ უნდა არსებობდეს ევროკავშირის შუამავლობით ორგანიზებული ქართულ-აფხაზური შეხვედრები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ იქნება მიმართული.
პრეზენტაციებისა და დისკუსიების დასასრულს, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, ყოფილმა პრეზიდენტმა, მარტი ატისაარმა (ამჟამად კრიზისების მართვის ინიციატივის თავმჯდომარე) განაცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასეთი მასშტაბის ერთობლივად განხორციელებულმა საქმიანობამ და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის შესაბამისი ორგანოები და ის დანარჩენი ორგანიზაციები, რომლებმაც რეკომენდაციები მიიღეს, გაითვალისწინებენ და გამოეხმაურებიან მათ. პასუხად, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სემნებიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირს ზემოთაღნიშნულ წამყვან სფეროებში უკვე დაწყებული აქვს აქტიური საქმიანობა, მაგრამ იგი მხედველობაში მიიღებს კვლევითი პროექტის მიერ წარმოდგენილ მრავალ რეკომენდაციას.