EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
16/04/2024 23:04:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1215/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრად ესპანეთის პარლამენტის წევრები ეწვივნენ

25.04.2009
25 აპრილს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრად ეწვია ესპანეთის პარლამენტის ოთხი წევრი. დელეგაციის 11 ესპანელი წევრი დიდი მონდომებით გაეცნო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შიდა საქმიანობას ადგილზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა სტუმრებს მოკლედ გააცნო მისიის მანდატის, სტრუქტურისა და როლის შესახებ.

ელჩმა ჰაბერმა ისაუბრა ნდობის აღდგენის მიმართულებით ახლახანს გაწეული საქმიანობის შესახებ, ადმინისტრაციული საზღვირის ორივე მხარეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. მან ასევე აღნიშნა ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდზე მიღებული ინციდენტთა პრევენციის მექანიზმის განხორციელებისათვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული ძალისხმევისა და ამ მაქენიზმის ფარგლებში ხუთშაბათს, 23 აპრილს გამართული პირველი შეხვედრის შესახებ.

ევროპელმა პარლამენტარებმა ასევე დიდ ინტერესი გამოთქვეს საქართველოში იძულებით გადაადგილებლ პირთა მდგომარეობის შესწავლის შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წევრებს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.