EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 19:04:40
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1403/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

12.05.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილ ბრიუსელის ყოველწლიურ გამოფენაზე, რომელიც 9 მაისს გაიმართა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რადგანაც საზოგადოების წევრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფასო საჩუქრების მისაღებად და მისიის ქართველ პრეს ოფიცერთან სურათების გადასაღებად შეჯიბრება გამართეს. რატომ? იმიტომ, რომ მისიის საქმიანობისა და მისი როლის შესახებ მრავალმხრივი და ფართო ინფორმაციის არსებობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. გარდა ამისა, ქართულ სპეციალურ საცეკვაო ქალის კოსტიუმში გამოწყობილი ქართველის მიერ საქართველოს საუკეთესო მხარის წარმოჩენა, მიმზიდველი სანახავი იყო.

ბრიუსელის ცენტრში, ევროკავშირის საბჭოს მთავარ შენობაში მოწყობილი გამოფენა საზოგადოების ასობით წევრის მიერ იქნა დათვალიერებული. შენობის წინ დიდ ატრიუმთან, ხალხი მთელი დღის განმავლობაში მოდიოდა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) მთელი მსოფლიოდან 10 მისიის ეკრანზე სანახავად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე ახლადჩამოყალიბებული მისიაა. მის საგამოფენო ეკრანზე ევროკავშირის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული მისიის რეგიონალური ოფისების გასული კვირეების საქმიანობა, მისიის მასშტაბური მუშაობა და თავად საქართველოს სილამაზე და მშვენიერება იყო წარმოდგენილი.

საზოგადოებისათვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს გაცნობის საშუალებასთან ერთად, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) სხვა მისიების წევრებთან გასაუბრების, მათი საქმიანობისა და გამოწვევბის შესახებ მსჯელობის საშუალებაც არსებობდა. დაღლილობის მიუხედავად მთლიანობაში, ეს კარგი დღე იყო როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის, ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკისათვის, ასევე საზოგადოებისა და ევროპისათვის.