EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
18/04/2024 21:04:35
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1451/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალაქ გორის მოსწავლეებს შეხვდა

18.05.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი მისიის საქმიანობის გასაცნობად და ნდობის ასამაღლებლად სტუმრად  გორის საშუალო სკოლას ეწვია. მისიამ მოსწავლეებისათვის ორი პრეზემტაცია გამართა, რომლებიც ევროკავშირის ისტორიასა და გეოგრაფიულ საფუძვლებს და  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში საქმიანობას ეხებოდა. პრეზენტაცია, რომელსაც დაახლოებით 50-მდე მოსწავლე ესწრებოდა, კარგად იქნა მიღებული. დამსწრე საზოგადოებამ ევროკავშირისა და მისიის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების დიდი ინტერესი გამოთქვა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის ჯგუფმა უნარშეზღუდული ბავშვების კლასიც მოინახულა და საჩუქრად მისიის მაისურები და სხვა სუვენირები გადასცა. დღე გორის მუსიკალური კოლეჯის მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდა, რომლშიც არაერთმა ახალგაზრდა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა.

მისიის ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის ფარგლებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი დიალოგის დასამყარებლად და კონტაქტების გასაღრმავებლად მისია ამგვარ ვიზიტებს  საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალში რეგულარ სახეს მისცემს.