EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/02/2024 03:02:51
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1478/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სასკოლო პრეზენტაცია გორში

22.05.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისი, ევროპის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუმრად გორის N 3 მრავალპროფილიან სკოლას ეწვია და „მწვანე ტალღის დღეში“ მიიღო მონაწილეობა. ეს ღონისძიება 30 სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად ტარდება და  ევროკავშირის მიერ შემდეგი დევიზით ფინანსდება: „ერთი სკოლა, ერთი ხე, ერთი საჩუქარი ბუნებას“. აღნიშნული ღონისძიება  გარემოს დაცვის საკითხების მიმართ ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორთა ჯგუფმა მოსწავლეებს ბროშურები და პლაკატები დაურიგა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. იმ გარემოს დასაფასებლად, რომელიც გარს გვაკრავს, თავის მხრივ, სკოლამ გუნდური სამუშაოს სახით, მოსწავლეების მიერ სიმღერების შესრულებას, ნახატების დახატვას და ხეების დარგვას გაუწია ორგანიზება. დაახლოებით 300 ბავშვით, რომელთა უმრავლესობა დაწყებითი კლასის მოსწავლეები იყვნენ, მოცემულ ღონისძიებაში მთელი სკოლა ჩაერთო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები მთელმა სკოლამ დიდი ენთუზიაზმით მიიღო. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მისიის მიზნებისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს.

ნორმალიზაციისა და სტაბილიზაციის კომპონენტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან  ნდობის აღდგენისაკენ მიმართული საქმიანობისა და კონტაქტების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.