EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 22:11:58
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1479/?page=13&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირებლო მისია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აძლიერებს თანამშრომლობას

27.05.2009
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პარასკევს,  22 მაისს გაფორმებული მნიშვნელოვანი დოკუმენტით, რომელიც ზრდის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტარაციული საზღვის მიმდებარე მიდამოებს, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  პოლიციის ძალების წინასწარგამოუცხადებლად შემოწმების ჩატარების უფლება გააჩნია.

უერთიერთგაგების მემორანდუმის დანამატი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და სამინისტროს შორის  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფისში გაფორმდა მისიის ხელმძღვანელის, ელჩ ჰანსიორგ ჰაბერისა და მინისტრ ბატონ მერაბიშვილის მიერ.

ამ დანამატის მნიშვნელოვნება წარმოადგენს იმაში, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონები, რომლებიც აღნიშნულია ძირითად მემორანდუმში (ურთიერთგაგების მემორანდუმი) ამჟამად მკაფიოდაა განსაზღვრული, როგორც სამხერთ ოსეთისა და აფხაზეთის მეზობელი რეგიონები: თბილისის მიერ ადმინისტრირებული ქართული რეგიონები, რომლებიც  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ესაზღვრება, სახელდობრ: ყაზბეგი, დუშეთი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ონი და მესტია, წალენჯიხა, ზუგდიდი.

კეძოდ, ევროკავშირს ახლა აქვს უფლებები წინასწარშეუტყობინებლად ჩაატაროს  ქართული პოლიციის ყველა დანაყოფის შემოწმება როგორც რეგიონებში ისე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მეზობელ რეგიონებში.

ურთიერთგაგების მემორანდუმი თავდაპირველად  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 2008 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა. შეთანხმებამ დისპუტების პრევენციისა და გადაჭრისათვის თანამშრომლობისა და კონსულტირების მექანიზმი დანერგა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დათანხმდა ევროკავშირის სადამკვირვბელო მისიისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე მის მიერ დაგეგმილი  პოლიციის ძალების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზონებში დაგეგმილი ნებისმიერი განთავსების შესახებ. უფრო კონკრეტულად, სამინისტრო დათანხმდა განთავსებული ძალების დეტალური რიცხობრივი, მათი ადგილმდებარეობითი და არსებული იარაღის ტიპის მომცველი ინფორმაციით მისიის უზრუნველყოფაზე. ეს ინფორმაცია ეხება როგორც ჩვეულებრივ, ასევე სპეცდანიშნულების პოლიციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დათანხმდა არ განელაგებინა მძიმე საბრძოლო ტექნიკა აღნიშნულულ ტერიტორიაზე, დაჯავშნული სატრანსპორტო საშულებათა ამ ტერიტორიებისზე ან ტერიტორიებისკენ განთავსების შესახებ მისიისათვის წინასწარ შეტყობინებაზე და ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამ საკითების წინასწარგამოუცხადებლად შემოწმების უფლებაზე; გარდა ამისა უაღრესი გამჭვირვალობა, ინციდენტთა შესახებ ინფორმირება და უფრო მეტი თანამშრომლობა და კოორდინირება,  ხელშეკრულების ერთ-ერთი პლუსი პოლიციის ძალების კარგი ხილოლუბა და თავიანთი ფორმების, ტრანსპორტისა და სხვა აღჭურვილობის  საშუალებით ამოცნობადობაა, რომლებიც ამჟამად მკაფიოდაა გასარჩევი და ხელს უწყობს გაუგებრობის თავიდან აცილებას.