EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/04/2024 10:04:52
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1519/?year=2009&month=12
 
 უკან

გორის, ხაშურის, თბილისის და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებში მისიის დამკვირვებლებს მედლებით აჯილდოებენ

12.06.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ოთხთვიანი სამუშაო პერიოდის შესრულებისას, ის დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში დეკემბრის შემდეგ ჩამოვიდნენ, მისიაში მათი საქმიანობის აღსანიშნავად, მედლებით დაჯილდოვდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თითოეულ რეგიონალურ ოფისში გამართულ მედლების გადაცემის ცერემონიაში ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე დაესწრო ადგილობრივი მედია და ღონისძიება როგორც ადგილობრივ ასევე ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ მედია საშუალებებში ვრცლად გაშუქდა.

დამკვირვებლებისათვის სამახსოვრო ღონისძიების გარდა, ცერემონიამ რეგიონალური ოფისებისათვის კიდევ ერთი საშუალება წარმოშვა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და კიდევ ერთხელ ცხადყო ის პოზიტიური განწყობა, რომლითაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სარგებლობს.
მედლების გადაცემის ცერემონია სათაო ოფისის თანამშრომლებისათვის ხუთშაბათს, 25 ივნისს გაიმართება.