EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/11/2024 11:11:34
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1551/?page=14&year=2009
 
 უკან

შვედეთი ევროკავშირის გარდამავალ თავმჯდომარეობას იღებს

01.07.2009
შვედეთის პრემიერ მინისტრმა, ფრედრიკ რაინფელდმა, საზეიმოდ პირობა დადო, რომ შვედეთი ძალისხმევას არ დაიშურებს იმ რთული გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მის წინაშე 1 ივლისიდან დადგება, რადგან იგი ევროკავშირის გარდამავალი თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. „ჩვენი თავმჯდომარეობის გარემოებანი განსაკუთრებულია.  არსებობს მრავალი გამოწვევა და ისინი სულაც არ არის მარტივი,“ - აღნიშნა რაინფელდმა.

ევროკავშირის თავმჯდოამარე ქვეყანა ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლება. შვედეთი 1 ივლისიდან ჩეხეთის რესპუბლიკას ჩაანაცვლებს. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ამ თამჯდომარეობის წინაშე დადგება ეკონომიკა, დასაქმების საკითხი და კლიმატური ცვლილებებია - ეს ის საკითხებია, რომელიც ევროკავშირის ყველა მოქალაქეს ეხება.

შვედეთის თავმჯდომარეობის ხედვაა ძლიერი და ეფექტიანი ევროპა, სადაც დღევანდელი და სამომავლო გამოწვევების დასაძლევად, მთავარი ყურადღება სერთო პასუხისმგებლობაზეა კონცენტრირებული, რაც კრიზისის მართვის მზადყოფნასაც მოიცავს. მიზანი ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა და კლიმატური ცვლილების საკითხის მოსაგვარებლად გლობალური ძალისხმევის  მობილიზებაა. ევროკავშირი  სხვა გამოწვევიბის წინაშეც  დგას და სწორედ ამიტომ შვედეთის თავმჯდომარეობას სურს  განავითაროს კიდევ უფრო უსაფრთხო და ღია ევროპა. ამასთან ერთად, მიზანი ევროპის, როგორც გლობალური აქტიორის როლის გაზრდაში და მშვიდობის, განვითარების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში ნათელი განრიგის შემუშავებაში მდგომარეობს.

შვედეთის თავმჯდომარეობას სურს განავითაროს ევროპის შესაძლებლობები საერთაშორისო კრიზისის პირობებში სამოქმედოდ და მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. შვედეთი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან მეტად მნიშნელოვანია, ისევე როგორც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განმტკიცება. განსაკუთრებული აქცენტი  აღმოსავლეთის პატრნიორობის განხორცილებაზე გაკეთდება. 

მოცემული ხედვა ესადაგება ჩვენს საქმიანობას ევროკავშირის სდამკვირვვებლო მისიაში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ევროკავშირის მისია, რომლის თანამშრომლებიც ევროკავშირის 26 წევრი ქვეყნიდან არიან. ეს არ გულისხმობს 26 სხვადასხვა ეროვნულ გუნდს და ჩვენი ჯგუფები ნამდვილად შერეულია თბილისის სათაო ოფისსა და რეგიონალურ ოფისებში; ჩვენი ავტომანქანები ევროკავშირის დროშას ატარებენ და არა მისიაში წარმოდგენილი 26 სხვადსახვა ქვეყნის ეროვნულ დროშას.

შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 31 დეკემბრამდე იქნება. მას ესპანეთი შეცვლის.

http://www.se2009.eu