EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
25/04/2024 05:04:32
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1561/?year=2009&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხაშურში ბავშვთა ფოტოგამოფენას აწყობს

09.07.2009
ფოტოგამოფენა „ჩემი სახლი ფოტოსურათებში” რომელიც თბილისში 9 მაისს გაიხსნა, მცხეთასა და გორში 9 ივლისს გამოიფინა, რის შემდეგაც იგი ხაშურის ქალაქის მუზეუმში იქნა წარმოდგენილი. ღონისძიებას ბორჯომიდან და ხაშურიდან 100 იძულებით გადაადგილებული პირი  დაესწრო, რომლებმაც მათ მიერ გადაღებული ფოტოსურათებისათვის საჩუქრები მიიღეს. აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უაღრესად დადებითად იქნა აღქმული, ხოლო ღონისძიების განსაკუთრებული წარმატება  ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია - „ქართლი XXI“ და ხაშურის ქალაქის მუზეუმის დირექტორთან თანამშრომლობამ განაპირობა. დამსწრე საზოგადოებამ მომავალში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობოის სურვილი გამოთქვა.