EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 07:11:49
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1604/?page=11&year=2009
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის თეატრალურ წარმოდგენას უწევს ორგანიზებას

21.07.2009
17 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (ესმი) მცხეთის ოფისის მეშვეობით, ბაზალეთის, ფრეზეთისა და წილკანის იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის თეატრალურ წარმოდგენას გაუწია ორგანიზება. ღონისძიება ზემოთაღნიშნულ დასახლებებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ბავშვების მიერ შესრულებული თეატრალური წარმოდგენისა (ცეკვა, სიმღერა, თეატრალური დადგმა) და ქუთაისის ნიღბების თეატრის მიერ ბავშვებისათვის საპასუხოდ შესრულებული სპექტაკლისაგან შედგებოდა.
სამივე დასახლებიდან ღონისძიებაში დაახლოებით 180-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, დადგმაში დაახლობით ორმოცდაათი ბავშვი მონაწილეობდა, რომლებმაც დიდი ნიჭი და ენთუზიაზმი გამოავლინეს სცენაზე. ბავშვები მეტად კმაყოფილნი დარჩნენ პროგრამით და დღე გამაგრილებელი სასმელებისა და ესმი-ს მიერ მომზადებული მცირე სასაჩუქრე ჩანთების მიღებით დასრულდა. ღონისძიების სხვა მონაწილეები სამთავრობო დაწესებულებები (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო), ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები), არასამთავრობო ორგანიზაციები, პრესა (დუშეთის ტელევიზია და გაზეთი მცხეთა), ქართული კომპანიები და ადგილობრივი მაცხოვრებლები იყვნენ.
აღნიშნული ღონისძიება მცხეთისა და დუშეთის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, შვეიცარიულ არასამთავრობო ორგანიზაცია Terre des Hommes-სა და „ურბან-ინსტიტუტითან“ ერთად იყო ორგანიზებული.
ასევე, კერძო პირებისა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესის წარმომადგენლებისაგან (როგორიც არის ალდაგი, ვისოლი, გზებისა და ტრანსპორტის პროფესიონალური კავშირი) შემოწირულობები შეგროვდა. ჯამში შეგროვილმა თანხამ დაახლოებით 2000 ლარი შეადგინა. თახა მუნიციპალიტეტის მიერ ბავშვებისათვის სპეციალური ექსკურსიის ორგანიზებისათვის დაიხარჯება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას იმედი აქვს, რომ ამგვარი ღონისძიებები მომავალშიც მოეწყობა და იგი სხვა ორგანიზაციებს მსგავსი ღონისძიებების მოწყობისაკენ უბიძგებს.