2019 წლის 24-დან 28 ივნისამდე კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის (CIVCOM) დელეგატები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ეწვივნენ. კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი არის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა საკონსულტაციო ორგანო, რომელიც დაფუძნებულია ბრიუსელში და რომელიც ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში (CSDP) სამოქალაქო მისიების - როგორიცაა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მუშაობის მიმართულებას ადგენს.
CIVCOM-ის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით პატრულირებას შეუერთდნენ. დელეგატებმა მიიღეს ღრმა ცოდნა სტაბილურობისა და ადამიანთა უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ და თუ როგორ ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგი და ანგარიშგება.დელეგაცია ასევე შეხვდა ქართული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ თანამეგობრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განეხილათ მიმდინარე კონფლიქტი და 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ბევრი ქალისა და მამაკაცის მდგომარეობა.
ვიზიტის დასასრულს, CIVCOM-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მედლების დაჯილდოების ცერემონიაში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე თანამშრომლებმა მიიღო ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მედალი, სტაბილურობასა და მშვიდობაში მათ მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.
გამგზავრებამდე, CIVCOM- ის თავმჯდომარემ და წარმომადგენლებმა გამოთქვეს მადლიერება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქალთა და მამაკაცთა მიმართ მათი ყოველდღიური საქმიანობისათვის. წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი სასარგებლო იყო ბრიუსელში და ევროკავშირის დედაქალაქებში მისიის განხილვისთვის, ვინაიდან მათ ადგილზე მიიღეს მისიის ძირითად ამოცანებთან დაკავშირებული უშუალო გამოცდილება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის განსახილველი შემდეგი შეხვედრა CIVCOM-ში გაიმართება ოქტომბერში, როდესაც მისიის ხელმძღვანელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 6 თვიან ანგარიშს მათი შედეგებისა და აქტივობების შესახებ.
CIVCOM-ის დელეგატები ფოთში საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ბრიფინგი საბერიოს გადამკვეთ პუნქტზე
ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა რობერტ მანგჰენმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიდამოებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ბორდერიზაციის გავლენის შესახებ
CIVCOM-ის დელეგატებს მიეწოდათ ინფორმაცია ახალი, აეროსტატზე დაფუძნებული სათვალთვალო კამერის სისტემის გამოყენების შესახებ
მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი სტუმრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა
ზემო ნიქოზი, გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მიქაელა გერასიმი დელეგაციას ესაუბრა მიმდინარე უსაფრთხოების მდგომარეობისა და ბორდერიზაციის ნიშნების შესახებ
დელეგაცია თბილისში შეხვდა საქართველოს ხელისუფლებას
ოძისი. მცხეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იანა ნაპამ, მისიის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა წარადგინა
დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ტერიტორია მისიის აღჭურვილობის გამოყენებით
მედლების დაჯილდოების ცერემონიის ამაყი მონაწილეები CIVCOM-ის დელეგატებთან ერთად