EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
27/09/2020 10:09:34
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1676/?year=2009&month=12
 
 უკან

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეხუთე შეხვედრა ჩატარდა 24 სექტემბერს ერგნეთში

25.09.2009
24 სექტემბერს ერგნეთში,საქართველოს,სამხრეთ ოსეთის და რუსეთის  წარმომადგენლები დაესწრნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მეხუთე შეხვედრას,რომელიც ევროკავშირის სადამკვირვენლო მისიის და ეუთო-ს შუამავლობით გაიმართა.

როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჰანსიორგ ჰაბერმა (შეხვედრის შემდეგ) განაცხადა: „ ეს შეხვედრა იოლი არ იყო. მნიშვნელოვანი შეთანხმება განხილული პროცედურული საკითხების თაობაზე  მიღწეული არ იყო. მთავარმა დაბრკოლებების ბლოკმა დაადასტურა სამდივნოს ჩამოყალიბება,როგორც ეს იყო შემოთავაზებული 17 სექტემბერს ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს. დრო გვიჩვენებს,თუ როგორ უნდა დავსძლიოთ ამჟამად არსებული დაბრკოლებები. განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება,აგრეთვე ბოლო ინციდენტები და დაკავებები ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ შეხვედრამ მოგვცა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა სასარგებლო აზრები და ინტერესები, უსაფრთხოების საერთო მდგომარეობის შეფასების ჩათვლით“.  ესმი-ს ხელმძღვანელმა აგრეთვე აცნობა იქ თავშემოყრილ მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია, მასზედ რომ შემდეგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შედგება 15 ოქტომბერს.

„ინციდენტი დვანში იყო ერთ ერთი განხილული საკითხებისაგან. მხარეები შეთანხმდნენ ინციდენტის გამოძიების და მომავალ შეხვედრაზე მასზე იფორმაციის გაზიარების თაობაზე“, - განაცხადა ელჩმა ჰაბერმა.