EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
26/10/2020 08:10:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1721/?year=2009&month=12
 
 უკან

თავისუფალი გადაადგილება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენები განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მე-8 შეხვედრაზე გალში

05.11.2009
3 ნოემბერს გალში საქართველოს, აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მერვე შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც გაეროს შუამავლობით მოეწყო.

განხილვა  ზუგდიდისა და გალის რაიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების სხვადასხვა ასპექტებს შეეხებოდა. დაზუსტდა, რომ სამოქალაქო პირებს, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, უნდა მიეცეთ ადმინისტრაციული საზღვრის დაუბრკოლებლად გადაკვეთის საშუალება. სხვა განხილულ საკითხთა შორის იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოვლენები, მათ შორის სამხედრო წვრთნები და ბოლოდროინდელი ინციდენტები.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2009 წლის 17 ნოემბერს.