EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/12/2024 15:12:48
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1788/?month=8&year=2009
 
 უკან

აქცია “თეთრი ლენტი” – 2009 წლის 25 ნოემბერი

25.11.2009

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (ესმი) შეუერთდება “თეთრი ლენტის” მსოფლიო აქციას, რომელიც დაიწყება 25 ნოემბერს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს. “თეთრი ლენტის” აქცია არის ყველაზე დიდი კამპანია მამაკაცთა ხელმძღვანელობით, რომელიც მხარს უჭერს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრას და საქართველოში მას კოორდინაციას უწევს გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA).  

ესმი-ს თანამშრომლები თბილისში, მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში ატარებენ თეთრ ლენტს აქციის მხარდასაჭერად. მონიტორინგის ჩატარებისას მისიის წევრები ახსნიან ლენტის ტარების მიზეზს და გადასცემენ ასეთ ლენტებს საქართველოს ადმინისტრაციის, პოლიციის, სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს. ქვეყანაში სულ 600 ლენტი გავრცელდება. მისიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში ესმი ასევე ჩაატარებს პრეზენტაციებს სკოლებში.

 

აქცია “თეთრი ლენტი” დაიწყო 1991 წელს, როდესაც კანადაში რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა გაერთიანებული ძალისხმევით მოეწოდებინათ მამაკაცებისათვის ხმა აემაღლებინათ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის გამო. ისინი ატარებდნენ თეთრ ლენტს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის დასაპირისპირებლად და 100,000 კაცი კანადაში მიჰყვა მათ მაგალითს. 1991 წლიდან აქცია “თეთრი ლენტი” ორგანიზებული იყო ორმოცდათხუთმეტზე მეტ ქვეყანაში. 16 დღიანი ქმედებები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის დასაპირისპირებლად დასრულდება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.