EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 08:11:26
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1909/?page=10&year=2010
 
 უკან

გადაადგილების თავისუფლება და შერიგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოდგენილი ფილმში “გაღმა ნაპირი” ცოცხალი და მრავლისმომცველი დისკუსიის თემა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

10.02.2010
9 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ასევე ევროპული სამართლის სტუდენტების ასოციაციას წარმოადგენენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებთან ერთად „ლიტერატურულ კაფესთან“ არსებულ კინო დარბაზში გიორგი ოვაშვილის “გაღმა ნაპირის” სანახავად შეიკრიბნენ. ფილმი 12 წლის ბიჭის ემოციებით დატვირთულ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც დედასთან ერთად 1992/3 წლების ომის დროს იძულებულია მშობლიური ქალაქი ტყვარჩელი დატოვოს. მას შემდეგ რაც ის პრობლემებს აწყდება როგორც იძულებით გადაადგილებული პირი თბილისში, იგი მამის მოსაძებნად აფხაზეთში წასვლას გადაწყვეტს.

ამ მეტად დამაფიქრებელი ფილმის ნახვის შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები რეჟისორ გიორგი ოვალიშვილისათვის დაესვათ. შედეგად, გაიმართა მეტად საინტერესო და ცოცხალი დისკუსია ისეთ თემებზე როგორიც იყო შერიგება, სხვადასხვა საზოგადოებებს შორის არსებული პოზიციები და გადმოცემით არსებული მონათხრობები, ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების როლი კონფლიქტის დარეგულირებაში და გადაადგილების თავისუფლება. ყველა მონაწილე მიესალმა მოცემულ შესაძლებლობას ჩაერთოს მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.