EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
22/11/2024 13:11:20
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/1993/?month=12&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მე-13 შეხვედრაზე სხვა საკითხთა შორის განხილული იყო ინფორმაციის გაცვლა, გადაადგილების თავისუფლება და ცხელი ხაზის გამოყენება

04.03.2010
მეცამეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართა 2 მარტს გალში. გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე-ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით მონაწილეებმა განიხილეს და გაცვალეს ინფორმაცია ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით; ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები და ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობაზე.

სხვა განხილული საკითხები მოიცავდა ცხელი ხაზის გამოყენების გაუმჯობესებას, რაც ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის გამოსადეგ გზას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ინციდენტების მიმართებაში ზომების მიღებისა და კრიმინალური საქმიანობის დაძლევასთან დაკავშირებით.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2010 წლის 23 მარტს.