ახალი ამბები და სტატიები

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავსირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია

29.03.2010
კვირას, 29 მარტს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ბ-ნ აუნდრონიუს აჟუბალისი მეუღლის თანხლებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მას  მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ჟილ ჟანვიე შეხვდა. მინისტრს გააცნეს მისიის როლი და საქმიანობა და  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონალური ოფისის საქმიანობის, სამოქმედო არეალისა და პატრულირების შესახებ.

მინისტრმა  მადლობა გადაუხადა მისიას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის და მაღალი შეფასება მისცა მისიის თანამშრომელთა აქტიურ მუშაობას. იგი დაინტერესდა  რეგიონალური ოფისის მიერ იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის კუთხით ჩატარებული სამუშაოთი და იმედოვნებს, რომ დამკვირვებლების მიერ შეგროვებული ინფორმაცია შესაძლებლობას მისცემს შესაბამის უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო მეტი დახმარება გაუწიონ იძულებით გადაადგილებულ პირებს. რეგიონალური ოფისიდან გამოსვლისას მინისტრმა დასძინა: „განაგრძეთ წარმატებული საქმიანობა.“




Follow us on social media