EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
24/06/2024 04:06:00
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2056/?q=&year=2010&page=1
 
 უკან

ევროკავშირის პარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის დელეგაცია ეწვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას

28.03.2010
კვირას, 26 მარტს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰაბერმა  ევროკავშირის პარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის მრავალრიცხოვანი დელეგაცია მისიის სათაო ოფისში მიიღო. ბრიფინგის დროს მათი გაკვირვება და დაინტერესება გამოიწვია ადგილზე მისიის სადამკვირვებლო ჯგუფების მრავლისმომცველმა საქმიანობამ  და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რუს მესაზრვრეებთან “ცხელი ხაზის” მეშვეობით არსებულმა რეგულარულმა კონტაქტებმა.

კვირას, 28 მარტს დელეგაციის წევრებს  საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისი, სადაც მათ სრული ინფორმაცია მიიღეს ადგილზე მისიის თანამშრომლების  საქმიანობის შესახებ. რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს  დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში ქართული შეიარაღებული ძალების განლაგებასა და იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის შესახებ. დელეგაციაზე შთაბეჭდილება მოახდინა დამკვირვებელთა მიერ შეგროვებული ინფორმაციის მოცულობამ, განსაკუთრებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. ისინი ასევე შეხვდნენ აფხაზური წარმოშობის რამდენიმე იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც 18 წლის განმავლობაში მახლობლად ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა განიხილეს მათი ზოგიერთი პრობლემა და საზრუნავი.