EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 04:11:03
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2184/?page=4&year=2010
 
 უკან

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მეთვრამეტე შეხვედრაზე განიხილეს გალის რაიონში ბოლო დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები, მათ შორის ორი მკვლელობისა და სახლების დაწვის შემთხვევები.

16.06.2010
15 ივნისს, გალში, რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს თავჯდომარეობით გამართულ მეთვრამეტე შეხვედრას დაესწრნენ.

მონაწილეებმა გაცვალეს და განიხილეს ინფორმაცია პროფესიონალურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში  ბოლო დროს გალის რაიონში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების თაობაზე, მათ შორის, 1 ივნისს ბატონი გენადი Kკვიცინიას მკვლელობა, 3 ივნისს ბატონი დიმიტრი კაციას მკვლელობა და 6 ივნისს სოფელ Dდიხაზურგაში ხუთი სახლის დაწვის შემთხვევა.

მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა ამ ინციდენტების მიზეზებზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მკვლელობებიდან, სულ მცირე ერთ-ერთში მონაწილე კრიმინალის ვინაობა ცნობილია. ისინი შეთანხმდნენ, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია სამომავლო თანამშრომლობა  მსგავს კრიმინალურ ქმედებებთან საბრძოლველად.

მონაწილეებმა აგრეთვე სინანული გამოთქვეს და დაგმეს 6 ივნისს სოფელ Dდიხაზურგაში მომხდარი შემთხვევები. გარდა იმისა რომ ნათელი მოეფინა ინფორმაციას ამ მოვლენების შესახებ, მათ განიხილეს მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისათვის მისაღები ზომები. მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა თავი აარიდონ ნებისმიერ პროვოკაციულ განცხადებას და გამოძიებების შედეგების წინასწარ განჭვრეტას.

მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია გალში, 2010 წლის 20  ივლისს.