EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/11/2024 05:11:43
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/2214/?page=6&year=2010
 
 უკან

ბელგია ევროკავშირის გარდამავალ თავმჯდომარეობას იღებს

01.07.2010
2010 წლის 1 ივლისს ბელგია გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას ესპანეთისგან.

როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, ბელგია ორგანიზებას გაუწევს და გაუძღვება ყველა შეხვედრას,  გარდა საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრებისა, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა  და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ქალბატონი კატერინა ეშტონი.

ევროკავშირის მუშაობის გარკვეული თანმიმდევრულობის ხელშესაწყობად, ბელგიამ შექმნა ერთობლივი სამუშაო პროგრამა წინა თავმჯდომარე ქვეყანასა (ესპანეთი) და მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანასთან (უნგრეთი) ერთად, ევროკავშირის ხელშეკრულებების საკანონმდებლო დებულებების შესაბამისად. ამ პროგრამის ძირითად ამოცანათა შორის არის: ლისაბონის სტრატეგიის გადახედვა  უკეთესი მომზადებისთვის არსებული გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისი და უმუშევრობა; ფინანსური ბაზრების უკეთესი მონიტორინგი; სოციალური პროგრამების გაფართოება და ფოკუსირება ახალგაზრდებზე, ბრძოლა გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ბრძოლა სიღარიბის დასაძლევად; გლობალური ევროპული პოლიტიკის შემუშავება ემიგრაციასა და თავშესაფართან დაკავშირებით; უფრო თანმიმდევრული და ეფექტიანი ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლობის შექმნა; ასევე ყურადღების გამახვილება ადამიანის უფლებების დაცვასა და ძირითად თავისუფლებებზე.

ამ თვრამეტთვიანი ერთობლივი სამუშაო პროგრამის ფარგლებში, ბელგია აპირებს მისდიოს საკუთარ პრიორიტეტებს, როგორიცაა ევროპული პროექტის ჩამოყალიბება, რომ იგი გახდეს ხელშესახები  და უფრო ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად, თავმჯდომარე ქვეყანამ უკვე გამართა რიგი შეხვედრები მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე შექმნა თავმჯდომარეობის ინტერაქტიული ოფიციალური ვებ გვერდი eutrio.be.