EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/03/2021 02:03:33
ბეჭდვა | დახურვა
https://eumm.eu/ge/press_and_public_information/features/229/?year=2008&month=12
 
 უკან

მისიის ხელმძღვანელი ზუგდიდს სტუმრობს

17.11.2008
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ჰენსიორგ ჰაბერი 15 ნოემბერს ზუგდიდს ეწვია. იგი რეგიონის პოლიციის უფროსს, გუბერნატორს, რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გაეროს სადამკვირვებლო მისიის მთავარ სამხედრო ოფიცერს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრების შემდეგ ელჩმა ჰაბერმა კომენტარი გააკეთა: “დღეს რამოდენიმე სასარგებლო შეხვედრა გავმართე. მე მესმის, რომ ხალხს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს ცხოვრობს შიშის განცდა აქვს და საკუთარი უსაფრთხოების მდგომარეობა აწუხებს. ჩვენ განასკუთრებით შეშფოთებულნი ვართ ამ მიდამოში, ერისწყალსა და ფახულანში, უკანასკნელი ინციდენტების გამო და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლები მაქსიმალურად სწრაფად დაასრულებენ ამ მოვლენების გამოძიებას. მდგომარეობის ყველასათვის გასაუმჯობესებლად, ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ყველა ხელისუფლების წარმომადგენებთან.”